დროის გარეშე (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დროის გარეშე
ჟანრი
ავტორი
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი რობერტ დანკანი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 1
ეპიზოდი 16 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ბრედ ვან არაგონი
  • ჯიმ ბარნსი
  • ლანა ჩო
  • შონ უილიამსონი
მონტაჟი
  • დები ბერმანი
  • დევიდ კალდორი
ადგილ(ებ)ი ვანკუვერი, კანადა
ოპერატორი სამ მაკ-კერდი
კამერა ერთკამერიანი
ხანგრძლივობა 43 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Sony Pictures Television
ეთერი
ორიგინალური არხი NBC
ეთერში 3 ოქტომბერი, 2016 (2016-10-03) — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი


დროის გარეშე (ინგლ. Timeless) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დრამატული ტელესერიალი, რომლის პრემიერა NBC-ზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა. მისი მთავარი პერსონაჟები არიან ისტორიკოსი ლუსი პრესტონი (ებიგეილ სპენსერი), მეცნიერი რუფუს კარლინი (მალკოლმ ბარეტი) და სამხედრო უაიტ ლოგანი (მეტ ლანტერი). ისინი, ფედერალური ძალების დავალებით, ცდილობენ, შეაჩერონ გარსია ფლინი (გორან ვიშნიჩი), რომელმაც მოიპარა დროის მანქანა და დროში მოგზაურობით ცვლის ამერიკის ისტორიის მოვლენებს. სერიალის ავტორები არიან შონ რაიანი და ერიკ კრიპკე. მასში აგრეთვე თამაშობენ პატერსონ ჯოზეფი და საკინა ჯეფრი. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ჯონ დეივისი და ჯონ ფოქსი („შავი სია“).

NBC-მ სერიალის წარმოება შეწყვიტა 2017 წლის 10 მაისს, პირველი სეზონის დასრულების შემდეგ.[1] თუმცა, სამი დღის შემდეგ, Sony Pictures Television-თან მოლაპარაკებების შემდეგ, სერიალი მეორე სეზონისთვის განახლდა, 10 ეპიზოდით, რომელიც 2018 წელს გამოვა.[2][3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც იპარავენ ექსპერიმენტულ დროის მანქანას, ისტორიკოსი, ინჟინერი და სამხედრო ასრულებენ დავალებას, იმოგზაურონ მანქანის პროტოტიპით წარსულში და შეაჩერონ ბოროტმოქმედის გეგმები. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ყოველივე უფრო რთულია და გამოძიების მსვლელობისას ნათელი ხდება ბევრი საიდუმლო.

როლები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ებიგეილ სპენსერი – ლუსი პრესტონი, ისტორიკოსი, რომელიც ცდილობს რეალურ დროში დის დაბრუნებას.
  • მეტ ლენტერი – სერჟანტი უაიეტ ლოგანი, რომელსაც იმედი აქვს, რომ დროში მოგზაურობისას დაიბრუნებს დაღუპულ ცოლს.
  • მალკოლმ ბარეტი – რუფუს კარლინი, პროგრამისტი, რომელიც მართავს დროის მანქანას.
  • საკინა ჯეფრი – სპეციალური აგენტი.
  • პატერსონ ჯოზეფი – Mason Industries-ის უფროსი კონორ მეისონი.
  • კლაუდია დუმიტი – ჯია მარი, ნიჭიერი ახალგაზრდა პროგრამისტი. პირველი სეზონის მსვლელობისას იგი რუფუსის მეგობარი გოგონა ხდება.
  • გორან ვიშნიჩი – გარსია ფლინი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც იპარავს დასრულებულ დროის მანქანას და წარსულში ამერიკის ისტორიაში სხვადასხვა მოვლენას ცვლის.

განმეორებადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტ ფრიუერი – ენტონი ბრელი, Mason Industries-ის თანამშრომელი.
  • სიუზანა თომპსონი – კეროლ პრესტონი, ლუსის დედა.
  • ჯონ გეტზი – რიტენჰაუსის აგენტი ბენჯამინ კეჰილი, წარმოადგენს საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც აკონტროლებს პროექტს და განსაკუთრებით - ლუსის და რუფუსს.
  • ჩედ რუკი – კარლი, ფლინის თანამზრახველი.
  • ენი ვერშინგი – ემა უიტმორი, Mason Industries-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც რიტენჰაუსის გეგმების შესახებ ინფორმაციას ფლობს.
  • ბეილი ნობლი – ემი პრესტონი, ლუსის და, რომელიც ისტორიიდან იკარგება პირველ ეპიზოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის დაკვეთა მოხდა 2016 წლის 13 მაისს, მას შემდეგ, რაც NBC-მ მიიღო უფლება, ყველა გამოსული ეპიზოდი გაეშვა თავის ციფრულ პლატფორმებზეც.[4] 2016 წლის 1 ნოემბერს სერიალს სამი დამატებითი ეპიზოდი დაემატა და მათ საერთო რაოდენობამ 16-ს მიაღწია. სეზონი 2017 წლის 20 თებერვალს დასრულდა.[5]

შონ რაიტმა და ერიკ კრიპკემ, შემქმნელებმა, პროექტის შემუშავებისას შთაგონება აიღეს სერიალებიდან „კვანტური ნახტომი“ და „მოგზაურები!“, ისევე, როგორც ფილმიდან „უკან მომავალში“.

საჩივარი კონცეფციის გამო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიანს, კრიპკეს, Sony Pictures Entertainment-ს და NBCUniversal-ს უჩივლა Onza Entertainment-მა კონტრაქტის პირობების და საავტორო უფლებების დარღვევის გამო. მათი თქმით, სერიალის კონცეფცია ეფუძნება ესპანურ ანალოგს „დროის სამინისტრო“. მასში ასევე მოთხრობილია სამი ადამიანისგან შემდგარი გუნდის შესახებ, რომელიც მოგზაურობს წარსულში, რათა შეცვალოს აწმყო.[6] მოპასუხე მხარე ამ საჩივარს 2016 წლის 23 ნოემბერს გამოეხმაურა. მისი თქმით, სერიალები დროში მოგზაურობის შესახებ უკვე ტრადიციად ქცეული სატელევიზიო ჟანრია, აღსანიშნავი დამთხვევები სერიალებს შორის უბრალოდ ზოგადია და ძირითადად ეფუძნება გამყარებულ სიუჟეტურ განვითარებას, რომლის ფარგლებში პერსონაჟები მოგზაურობენ წარსულში და ცვლიან მომავალს.[7] 2017 წლის 15 თებერვალს მოთხოვნა, უარი ეთქვათ Onza-ს სარჩელის განხილვაზე, არ იქნა დაკმაყოფილებული.[8]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
1„Pilot“ნილ მარშალიერიკ კრიპკე და შონ რაიანი3 ოქტომბერი, 2016 (2016-10-03)1017.60[9]
2„The Assassination of Abraham Lincoln“ნილ მარშალიტომ სმატსი10 ოქტომბერი, 2016 (2016-10-10)1026.20[10]
3„Atomic City“ჩარლზ ბისონილანა ჩო17 ოქტომბერი, 2016 (2016-10-17)1035.86[11]
4„Party at Castle Varlar“ბილი გირჰარტიჯიმ ბარნსი24 ოქტომბერი, 2016 (2016-10-24)1045.47[12]
5„The Alamo“ჯონ ტერლესკიენ კოფელ სონდერსი31 ოქტომბერი, 2016 (2016-10-31)1055.24[13]
6„The Watergate Tape“გრეგ ბიმენიკენტ როთერჰემი14 ნოემბერი, 2016 (2016-11-14)1064.53[14]
7„Stranded“ჰოლი დეილიარიკა ლისენ მიტმენი21 ნოემბერი, 2016 (2016-11-21)1074.71[15]
8„Space Race“ჩარლზ ბისონიმეტ უიტნი28 ნოემბერი, 2016 (2016-11-28)1084.78[16]
9„Last Ride of Bonnie & Clyde“ჯონ ტერლესკიენსლემ რიჩარდსონი5 დეკემბერი, 2016 (2016-12-05)1095.08[17]
10„The Capture of Benedict Arnold“ჯონ ფ. შოუოლტერიტომ სმატსი12 დეკემბერი, 2016 (2016-12-12)1104.81[18]
11„The World's Columbian Exposition“კრეიგ ზისკილანა ჩო16 იანვარი, 2017 (2017-01-16)1113.45[19]
12„The Murder of Jesse James“ჯონ ფ. შოუოლტერიჯიმ ბარნსი23 იანვარი, 2017 (2017-01-23)1123.46[20]
13„Karma Chameleon“გრეგ ბიმენიენ კოფელ სონდერსი30 იანვარი, 2017 (2017-01-30)1133.51[21]
14„The Lost Generation“კრეიგ ზისკიკენტ როთერჰემი და დევიდ ჰოფმანი6 თებერვალი, 2017 (2017-02-06)1142.92[22]
15„Public Enemy No. 1“გაი ფერლენდიმეტ უიტნი & ენსლემ რიჩარდსონი13 თებერვალი, 2017 (2017-02-13)1152.99[23]
16„The Red Scare“მეტ ერლ ბისლიარიკა ლისენ მიტმენი20 თებერვალი, 2017 (2017-02-20)1163.37[24]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Andreeva, Nellie. (May 10, 2017) 'Timeless' Canceled By NBC After One Season. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: May 10, 2017.
  2. Goldberg, Lesley. (May 13, 2017) 'Timeless' Saved From Cancellation as NBC Reverses Course With Season 2 Renewal. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: May 13, 2017
  3. Otterson, Joe. (May 13, 2017) ‘Timeless’ Scores Season 2 Order at NBC After Cancellation. Variety. ციტირების თარიღი: May 13, 2017
  4. Andreeva, Nellie. (May 12, 2016) In-Season Stacking Rights — The New Upfront Battleground: Pilot Season 2016. ციტირების თარიღი: October 17, 2016
  5. 'Timeless' Gets Order For 3 More Episodes, NBC Sets Midseason Premiere Date 'Taken' & 'The Voice'. Deadline Hollywood (November 1, 2016). ციტირების თარიღი: November 1, 2016
  6. Mitovich, Matt Webb. (September 27, 2016) NBC's Timeless Sued by Creators of Spain's El Ministerio del Tiempo. Penske Media Corporation. ციტირების თარიღი: October 27, 2016
  7. Patten, Dominic. (November 23, 2016) NBC & Sony Want 'Timeless' Ripoff Lawsuit Made History. Deadline.com. ციტირების თარიღი: November 28, 2016.
  8. Johnson, Ted. (February 16, 2017) Judge Refuses to Dismiss ‘Timeless’ Copyright Infringement Lawsuit. Variety.
  9. Porter, Rick. (October 4, 2016) 'Conviction', 'Timeless', 'Kevin' and 'Scorpion' all adjust down, 'Big Bang' and 'Voice' adjust up: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2016. ციტირების თარიღი: October 4, 2016.
  10. Porter, Rick. (October 11, 2016) 'Timeless', 'Conviction', 'DWTS', 'Lucifer' adjust down, 'Big Bang' adjusts up: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2016. ციტირების თარიღი: October 11, 2016.
  11. Porter, Rick. (October 18, 2016) 'Gotham', 'The Voice', 'Big Bang', 'DWTS' adjust up, 'Conviction' and '2 Broke Girls' adjust down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 19, 2016. ციტირების თარიღი: October 18, 2016.
  12. Porter, Rick. (October 25, 2016) 'Kevin Can Wait' adjusts up, 'Timeless', 'Supergirl', and 'Jane the Virgin' adjust down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 26, 2016. ციტირების თარიღი: October 25, 2016.
  13. Porter, Rick. (November 1, 2016) 'Gotham' adjusts up, CBS shows all adjust down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2016. ციტირების თარიღი: November 1, 2016.
  14. Porter, Rick. (November 15, 2016) '2 Broke Girls' adjusts up, 'Supergirl' and 'Jane the Virgin' adjust down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 16, 2016. ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  15. Porter, Rick. (November 22, 2016) 'Supergirl', 'Jane the Virgin', 'Odd Couple', 'Conviction' adjust down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2016. ციტირების თარიღი: November 22, 2016.
  16. Porter, Rick. (November 30, 2016) 'Voice' adjusts up; 'Gotham', 'Lucifer', 'Jane the Virgin' and ABC adjust down; Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 30, 2016. ციტირების თარიღი: November 30, 2016.
  17. Porter, Rick. (December 6, 2016) 'The Voice' and '2 Broke Girls' adjust up, 'Christmas Light Fight' and 'Conviction' adjust down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 6, 2016. ციტირების თარიღი: December 6, 2016.
  18. Porter, Rick. (December 13, 2016) 'Timeless' and 'Great Christmas Light Fight' adjust down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2016. ციტირების თარიღი: December 13, 2016.
  19. Porter, Rick. (January 18, 2017) 'Howie Mandel Comedy Gala' adjusts down: Monday final ratings. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2017. ციტირების თარიღი: January 18, 2017.
  20. Porter, Rick. (January 24, 2017) 'Celebrity Apprentice' adjusts up, 'Quantico' adjusts down: Monday final ratings. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 24, 2017. ციტირების თარიღი: January 24, 2017.
  21. Porter, Rick. (January 31, 2017) 'Quantico' adjusts down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 31, 2017. ციტირების თარიღი: January 31, 2017.
  22. Porter, Rick. (February 7, 2017) 'The Bachelor' and 'Superior Donuts' adjust up: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 7, 2017. ციტირების თარიღი: February 7, 2017.
  23. Porter, Rick. (February 14, 2017) 'The Bachelor' adjusts up, 'Quantico' adjusts down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 15, 2017. ციტირების თარიღი: February 14, 2017.
  24. Welch, Alex. (February 22, 2017) 'Quantico' adjusts down: Monday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2017. ციტირების თარიღი: February 22, 2017.