დრაკონული თვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დრაკონული თვე — დროის შუალედი, რომელსაც გაივლის მთვარე საკუთარ ორბიტაზე ერთსა და იმავე (მთვარისა და ეკლიპტიკის გადაკვეთის აღმავალ ან დაღმავალ) კვანძზე ორ თანმიმდევრულ გავლას შორის. დრაკონული თვის ხანგძლივობა 1900 წლის დასაწყისისათვის შეადგენდა 27,2122 204 საშუალო მზისიერ დღე-ღამეს (27 დღე-ღამე, 5 სთ, 5 წთ, 35,84 წმ). ყოველ 100 წელიწადში დრაკონული თვის ხანგრძლივობა იზრდება 0,0035 წმ-ით.

რადგანაც ეკლიპტიკის მიმართ დახრილი (საშუალოდ 5,145°) მთვარის ორბიტისათვის დამახასიათებელია კვანძების ხაზის პრეცესია (ერთი სრული ბრუნი 18,6 წელიწადში), ამიტომ მთვარის დრაკონული თვე სიდერულზე (27,321661 საშუალო მზისიერი დღე-ღამე) ოდნავ მცირეა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]