დონ-პლაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Congress Hotel Don-Plaza
ტიპი საჯარო კომპანია
დარგი სასტუმროების ბიზნესი
დაფუძნდა 17 ივლისი, 1973
სათავო ოფისი დონის როსტოვი, რუსეთი
თანამშრომელი 320
საიტი ოფიციალური ვებ-გვერდი

დონ-პლაზა — ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო დონის როსტოვის ცენტრში. მის სიახლოვე მდებარეობს როსტოვის სახელმწიფო მუსიკალური თეატრი, ფილარმონია და მაქსიმ გორკის სახელობის როსტოვის დრამის აკადემიური თეატრი. საბჭოთა პერიოდში ეწოდებოდა „ინტურისტი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასტუმრო ინტურისტის მშენებლობა, 1966 წ.

სასტუმრო „ინტურისტის“ ისტორია სათავეს იღებს 1954 წლის 1 ივლისიდან, როდესაც სსრკ-ის საგარეო ვაჭრობის სამინისტროს № 326 ბრძანების თანახმად ქალაქ დონის როსტოვში ჩამოყალიბდა ინტურისტის სააგენტო, რომელიც გათვლილი იყო ქალაქში ჩამოსული უცხური დელეგაციებისა თუ ცალკეული უცხოელებისათვის. სააგენტოს შტატში სულ 3 ადამიანი მუშაობდა: უფროსი, მძღოლი და ინსპექტორი. პირველ წელს სააგენტოს მომსახურებით ისარგებლა 206 უცხოელმა. პირველი სტუმრები იყვნენ ორი ტურისტი დანიიდან.

1955 წელს სტუმრების ნაკადი გაიზარდა 3 000 კაცამდე, რომლებიც ძირითადად ჩადიოდნენ ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და გდრ-დან. მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა ქალაქისადმი ინტერესი, დონის როსტოვში მოქმედებდა მხოლოდ ერთი სასტუმრო „დონი“, რომელშიც უცხოელებისათვის გამოყოფილი იყო 65 ადგილი და მხოლოდ 8 ოთახი იყო აღჭურვილი სველი წერტილებით.

1964 წლიდან დონი როსტოვში ყოველწლიურად ჩადიოდა საშუალოდ 5 ათასი ტურისტი. ქალაქი გახდა საბჭოტა კავშირის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი. საჭირო იყო გაეფართოებინათ მატერიალური ბაზა: საჭირო გახდა ახალი სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები. 1966 წელს სსრკ-ის ტურიზმის განყოფილებამ დაამტკიცა დონის როსტოვში სასტუმრო „ინტურისტის“ აშენებისათვის საჭირო დოკუმენტები.

1972 წელს მშენებლობა დასრულდა. 1973 წლისათვის სასტუმროში მუშაობისათვის ემზადებოდა 120 სასტუმროს მუშაკი, 30 მზარეული და კონდიტერი, 45 ოფიციანტი, 8 ლიფტიორი და 6 მექანიკოსი.

1973 წლის 17 ივლისი სასტუმრო „ინტურისტის“ დაბადების დღეა. ამ დღეს გაიხსნა 17-სართულიანი შენობა. პირველი სტუმრები იყვნენ გფრ-დან ცოლ-ქმარი ნას და არსის ჰელმუტები.

1974 წელს პროექტის ავტორი ლ. პუშკოვი და მთავარი არქიტექტორი ვ, სიმონოვიჩი დააჯილდოვეს რსფსრ-ის სახელმწიფო პრემიით[1]. მუშაობის პირველ წელს სასტუმრომ მიიღო 37 ათასი ტურისტი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან. 1990 წლისათვის ინტურისტის დამსახურებით დონის როსტოვს გაეცნო ნახევარი მილიონი უცხოელი.

2004 წელს სასტუმროს ჩაუტარდა რესტავრაცია დაამატეს საკონფერენციო დარბაზი და ბიზნეს-ცენტრი. 2007 წელს სასტუმრო ოთხვარსკვლავიანი გახდა[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]