დონის მეკავშირეებს (ძეგლი)
დონის მეკავშირეებს Связистам Дона | |
---|---|
მდებარეობა | დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | ვალენტინ კოსტევი |
მასალა | ბრინჯაო |
სიმაღლე | 6 მ |
გახსნის თარიღი | 2016 |
დონის მეკავშირეებს (რუს. Связистам Дона) — ძეგლი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი მდებარეობს ნიკოლაი სოტროვსკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელთან. მისი საზეიმო გახსნა გაიმართა 2016 წლის 9 სექტემბერს. ძეგლის ავტორია არქიტექტორი ვალენტინ კოსტევი[1]. საზეიმო გახსნა გაიმართა ქალაქის დღესთან დაკავშირებით[2], ასევე პირველი სამოქალაქო რადიოკავშირის დამყარების 115-ე წლისთავის დღეს[3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის აპრილში ქალაქ დონის როსტოვში გაიმართა სახალხო გამოკითხვა, რომლის შედეგადაც უნდა გარკვეულიყო ძეგლის საუკეთესო მაკეტი, რომელზე დაფუძნებითაც მომავალში შეიქმნებოდა ქანდაკება „დონის მეკავშირეებს“. გამოკითხვაში პირველი ადგილი 40 %-ით დაიკავა მაკეტმა, რომელიც შექმნა ცენტრალური ფედერალური ოლქის რადიოსიხშირის ცენტრის კოლექტივმა. მაკეტისათვის ძეგლის სახის მისაცემად მოქანდაკედ აირჩიეს ვალენტინ კოსტევი. ძეგლის დასამონტაჟებელი თანხები მოსახლეობის შემოწირულობებითა და მცენატების მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხებით მოხდა[1].
ძეგლის დასამონტაჟებლად აირჩიეს ნიკოლაი სოტროვსკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი, ადგილი სადაც ერთმანეთს გადაკვეთს 14 ხაზის ქუჩა და შოლოხოვის პროსპექტი[2].
სკულპტურული კომპოზიციის გახსნის ცერემონიას, რომელიც გაიმართა 2016 წლის 9 სექტემბერს, ესწრებოდნენ როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოადგილე ვასილი რუდოი, როსტოვის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გორბანი, ადამიანები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს პროექტის რეალიზაციაში და კავშირის ოპერატორების წარმომადგენლები[1].
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკულპტურული კომპოზიციის ცენტრალური ფიგურაა გლობუსი. იგი მდებარეობს კვარცხლბეკზე ისრებს შორის. ქანდაკების ავტორებმა მოიფიქრეს ელემენტები, რომლებიც დამახასიათებელია ტელეკომუნიკაციების, საფოსტო კავშირისა და თანამგზავრული კავშირგაბმულობისათვის. ამ თვალსაზრისით ისრები ასოცირდება ელექტროკავშირთან, მტრედი ნისკარტში კონვერტით — საფოსტო კავშირთან, ხოლო თანამგზავრულ კავშირგაბმულობასთან ასოცირდება ორბიტა, რომელიც დედამიწის გარშემო მდებარეობს[1]. ქანდაკების სიმაღლე 6 მეტრია[2]. კვარცხლბეკზე დამაგრებულია სამახსოვრო დაფა, რომელზეც ჩამოთვლილია პროექტის მეცენატების სახელები. სკულპტურის ახლოს არის Wi-Fi[2], დამონტაჟებულია კამერა, რომელიც დაკავშირებულია „უსაფრთხო ქალაქის“ სისტემასთან[1].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 В Ростове открыт памятник «Связистам Дона». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-28. ციტირების თარიღი: 2017-06-04.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 В Ростове-на-Дону открыт памятник связистам
- ↑ В Ростове торжественно открыли памятник донским связистам