დონის ზეთოვანი კულტურების საცდელი სადგურის შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დონის ზეთოვანი კულტურების საცდელი სადგურის შენობა
რუს. Здание Донской опытной станции масличных культур
კოორდინატები 47°15′01″N 39°43′51″E / 47.250183° ჩ. გ. 39.730769° ა. გ. / 47.250183; 39.730769
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნის თარიღი 1910-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

დონის ზეთოვანი კულტურების საცდელი სადგურის შენობა (რუს. Здание Донской опытной станции масличных культур) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1910-იან წლებში. შენობა მდებარეობს მისამართზე: სოფლის მეურნეობის შესახვევი (სახლი 6-A). XX საუკუნის დასაწყისიდან შენობა ეკუთვნოდა დონის ნახიჩევანის სოფლის მეურნეობის სადგურს, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა დონის ზეთოვანი კულტურების საცდელი სადგური. 1918-1974 წლებში აღნიშნულ სადგურში მუშაობდა სწავლული სელექციონერი ლეონიდ ჟდანოვი[1]. დონის ზეთოვანი კულტურების საცდელი სადგურს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის ზეთოვანი კულტურების საცდელი სადგურის შენობა მდებარეობს ეზოში და მთავარი ფასადი მიქცეულია სამხრეთით. კიბიან ჰოლ ეკვრის კორიდორები საფოფისე სათავსოებით. სახლის ძირითადი ორსართულიანი მოცულობა სრულდება ოთხფერდა სახურავით და სხვენით. მთავარი ფასადი დეკორირებულია სართულთშორისი ზოლურებით, პროფილირებული კარნიზებითა და პილასტრებით. ფანჯრის ღიობები გაფორმებულია თამასებით, ფანჯრის ქვედა ჩანართებითა და კლდის ქვებით. საზეიმო გასასვლელი გამოყოფილია თამასებით[1].

1976 წელს საცდელი სადგურის შენობის ფასადზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ შენობაში 1924 წლიდან 1974 წლამდე მუშაობდა ცნობილი სელექციონერი, სოციალისტური შრომის გმირი, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სრული წევრი-აკადემიკოსი, პროფესორი ლეონიდ ათანასეს ძე ჟდანოვი“

ტექსტი მემორიალურ დაფაზე მთლად ზუსტი არაა, რადგან ლეონიდ ჟდანოვმა დონის ნახიჩევანის ზეთოვანი კულტურების საცდელ სადგურში მუშაობა დაიწყო 1918 წელს. იგი იყო სანერგე მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი[1].

როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით დონის ზეთოვანი კულტურების საცდელი სადგურის შენობა სახელმწიფო დაცვის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 28—29.
  2. 2.0 2.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-09-14-ში. წაკითხვის თარიღი: 2013-08-28.