დომნინა სირიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსი დომნინა სირიელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 მარტი, ახალი სტილით - 14 მარტი. წმინდა მირონის (ხს. 27 თებერვალს) მოწაფე იყო. მან მშობლების ბაღში ისლით დახურული ქოხი ააშენა და იქ დასახლდა. საზრდელად მხოლოდ წყალში დამბალ ოსპს იღებდა. ღირსი დედა ყოველ განთიადს და მწუხრს ტაძარში დადიოდა ისე თავდაბურული, რომ ვერავინ ცნობდა. მისი ცხოვრების აღმწერლის, ღირსი თეოდორიტეს სიტყვებით, „ღირს დომნინას ძალიან გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანულის ცრემლები ახლდა”.

წმიდა დომნინა მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 450-460 წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 225