დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1948(1948-09-15)[1]
დაბ. ადგილი თბილისი, სსრკ, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 24 თებერვალი, 2020(2020-02-24)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია (დ. 15 სექტემბერი, 1948 — გ. 24 თებერვალი, 2020) — ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1977 წელს კი ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასპირანტურა, რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]