დნმ-ის მეთილირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დნმ-ის მოლეკულის მონაკვეთი, რომლის ცენტრშიც CpG-დინუკლეოტიდების შემადგენლობაში მდებარეობს ორი სიმეტრიულად (ორივე ჯაჭვზე) განლაგებული მეთილციტოზინი.

დნმ-ის მეთილირება — დნმ-ის მოლეკულის მოდიფიკაცია უშუალოდ დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შეუცვლელად, რაც შეგვიძლია განვიხილოთ გენომის ეპიგენეტიკური შემადგენლის ნაწილად[1][2][3]. დნმ-ის მეთილირება გულისხმობს CpG-დინუკლეოტიდის შემადგენლობაში С5 ციტოზინური რგოლის პოზიციაში ციტოზინთან მეთილის ჯგუფის შეკავშირებას. მეთილირებული ციტოზინი შემდგომში შეიძლება დაჟანგდეს განსაკუთრებული ფერმენტებით, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კვლავ ციტოზინად დემეთილირებას[4].

დნმ-ის მეთილირება ძირითადად ეუკარიოტებისთვისაა დამახასიათებელი. ადამიანში მეთილირებულია გენომური დნმ-ის დაახლოებით 1%. ზრდასრული ორგანიზმის სომატურ უჯრედებში დნმ-ის მეთილირება, როგორც წესი, მიმდინარეობს CpG-დინუკლეოტიდებში; CpG-დინუკლეოტიდების გარდა დნმ-ის მეთილირება გვხვდება ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში.[5][6]

მცენარეებში ციტოზინის მეთილირება ხდება როგორც სიმეტრიულად ორივე ჯაჭვზე (CpG-ზე ან CpNpG-ზე), აგრეთვე ასიმეტრიულად, ორი ჯაჭვიდან მხოლოდ ერთზე (CpNpNp-ზე, სადაც N აღნიშნავს ნებისმიერ ნუკლეოტიდს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bethany A. Buck-Koehntop and Pierre-Antoine Defossez (2013) On how mammalian transcription factors recognize methylated DNA. 8(2), 131—137 http://dx.doi.org/10.4161/epi.23632
  2. Seisenberger S, Peat JR, Hore TA, Santos F, Dean W, Reik W.(2013) Reprogramming DNA methylation in the mammalian life cycle: building and breaking epigenetic barriers. Phil. Trans. R. Soc. B 368, 20110330. doi:10.1098/rstb.2011.0330
  3. Kelsey G, Feil R. (2013) New insights into establishment and maintenance of DNA methylation imprints in mammals. Phil. Trans. R. Soc. B 368, 20110336. doi:10.1098/rstb.2011.0336
  4. Rahul M. Kohli & Yi Zhang (2013) TET enzymes, TDG and the dynamics of DNA demethylation. Nature 502(7472), 472—479 doi:10.1038/nature12750
  5. Dodge, Jonathan E.; Bernard H. Ramsahoyeb, Z. Galen Woa, Masaki Okanoa, En Li (May 2002). "De novo methylation of MMLV provirus in embryonic stem cells: CpG versus non-CpG methylation". Science Direct. http://www.sciencedirect.com/science?_ob=ArticleURL&_udi=B6T39-45M0ST7-1&_user=429752&_coverDate=05%2F01%2F2002&_alid=358269855&_rdoc=1&_fmt=summary&_orig=search&_qd=1&_cdi=4941&_sort=d&_docanchor=&view=c&_acct=C000020578&_version=1&_urlVersion=0&_userid=429752&md5=c86a18d5aa4c5f0624fb2ed05f841f23.
  6. Haines, Thomas R. (Dec 2001). "Allele-Specific Non-CpG Methylation of the Nf1 Gene during Early Mouse Development". Science Direct. http://www.sciencedirect.com/science?_ob=ArticleURL&_udi=B6WDG-458PBP2-7N&_coverDate=12%2F15%2F2001&_alid=358269881&_rdoc=1&_fmt=&_orig=search&_qd=1&_cdi=6766&_sort=d&view=c&_acct=C000020578&_version=1&_urlVersion=0&_userid=429752&md5=2d977fb92b933b13f49dcdcc56be5efb.