დნმ-ის ზესპირალიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დნმ-ის ზესპირალიზაცია, დნმ-ის სუპერსპირალიზაცია — დნმ-ის ტოპოლოგიურად დახურული ჯაჭვების ზედმეტად ან არასაკმარისად სპირალიზაციის მოვლენა, რომლის შედეგადაც დნმ-ის ორმაგი სპირალის ღერძი თვითონ იხვევა უფრო მაღალი დონის სპირალად. „ტოპოლოგიურად დახურულის“ ქვეშ გულისხმობენ მოლეკულებს, რომელთა ბოლოების თავისუფალი ბრუნვა გართულებულია (დნმ-ის რგოლოვანი მოლეკულები ან ხაზოვანი მოლეკულები, რომელთა ბოლოებიც დაფიქსირებულია ცილოვანი სტრუქტურებით)[1]. ზესპირალიზაციის შედეგად წარმოქმნილ დნმ-ს ეწოდება ზესპირალიზებული.

ზესპირალიზაცია მნიშვნელოვანია მრავალ ბიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის კომპაქტიზაცია.

განსაზღვრულ ფერმენტებს, კერძოდ კი, ტოპოიზომერაზებს, შეუძლიათ დნმ-ის ტოპოლოგიის შეცვლად, მაგალითად, დნმ-ის რეპლიკაციისთვის ან ტრანსკრიპციისთვის[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Takashi Ohyama Chapter 1. DNA: Alternative Conformations and Biology // DNA Conformation and Transcription. — 2005. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 0387255796
  2. Valenti A, Perugino G, Rossi M, Ciaramella M (2011). "Positive supercoiling in thermophiles and mesophiles: of the good and evil". Biochem. Soc. Trans. 39 (1): 58—63. PMID 21265747.