დმანისის ზარაფხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დმანისის ზარაფხანა — სახელოსნო, სადაც XIII საუკუნის შუა წლებში მეფე დავით VI ნარინის (1225–93) სახელით სპილენძის მონეტები — დმანური ფელსი იჭრებოდა. დმანისში დავით ნარინის მონეტის მოჭრა იმის მაუწყებელია, რომ მონღოლთა ბატონობის დროს ეს ქალაქი მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი ყოფილა, ხოლო ერთხანს – საქართველოს მეფის რეზიდენციაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. დუნდუა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969
  • წერეთელი გ., დმანისის მონეტის გამო, «ლიტერატურული ძიებანი», 1944, [ტ.] 2
  • Джалагания И. Л., Из истории монетного дела в Грузии XIII века, Тб., 1958
  • Капанадзе Д. Г., Грузинская нумизматика, М., 1955