დიმიტრი გორდეევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიმიტრი ალექსანდრეს ძე გორდეევი (რუს. Дмитрий Александрович Гордеев; დ. 6 იანვარი, 1978) — რუსი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ნოვოსიბირსკის ოლქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი , პარტია "ედინაია როსიას" (Единая Россия) წევრი 2011 წლის 19 ოქტომბრამდე, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.

ნოვოსიბირსკის ოლქის საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენს ქ. ნოვოროსიისკის კალინინის რაიონს, იყო ფრაქციის "ედიანია როსია" წევრი.

დ. გორდეევის კომპანია «მიგ-1» (Миг-1) ნოვოსობირსკში აშენებს 86 ათასი კვ. კმ. სავაჭრო-გასართობ ცენტრს "ევროპული".

დიმიტრი გორდეევის თქმით, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები მასზე რუსეთში რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივ თვალთვალს ახორციელებდნენ, ხელისუფლებისა და პრეზიდენტისგან კი დაცვას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა, გაქცეულიყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, დეპუტატმა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისგან 11 მლნ რუბლი აიღო და სანაცვლოდ ქალაქის ადმინისტრაციაში ლობირებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება არ შეასრულა. გორდეევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა.

2011 წლის მარტში დეპუტატმა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისთვის ვიდეო-მიმართვა ჩაწერა, რომელშიც ამტკიცებს, რომ უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან გამოძალვის მსხვერპლი გახდა. გორდეევის თქმით, სპეცსამსახურების ოფიცერი, მას დიდ თანხას სძალავდა, უარის შემთხვევაში კი ციხით ემუქრებოდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, დასაწყისში იგი პირობებს დასთანხმდა, თუმცა შემდეგ ახალი მოთხოვნა წაუყენეს, სისხლის სამართლის საქმე კი არ შეწყვეტილა.

გორდეევის მტკიცებით, ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა, რუსეთში დამალულიყო, შემდეგ ტაილანდში გადაინაცვლა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. შემდეგ უკვე დეპუტატმა საქართველომდე ჩამოაღწია და ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

2011 წლის 19 მარტს გორდეევი რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსიადან" გარიცხეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]