დილა (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დილა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დილა (მრავალმნიშვნელოვანი).

"დილა" — ქართული გაზეთი, რომელიც სხვადასხვა დროს გამოდიოდა საქართველოში.

  • ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1907 წელს. რედაქტორი-გამომცემელი ს. ვადაჭკორია. გამოვიდა 26 ნომერი.
  • ქართული ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1911 წელს რედაქტორი-გამომცემელი — ა. ღულაძე. გამოვიდა 31 ნომერი.
  • ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა ქუთაისში 1912-1913 წლებში. რედაქტორი-გამომცემელი — ი. რუხაძე. 1912 წლის სექტემბრიდა 1913 წლის 4 მარტამდე "დილის" ნაცვლად დროებით გამოდიოდა გაზეთი "მერცხალი". დაიხურა 1913 წლის აპრილის ბოლოს მთავრობის განკარგულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]