დიდმარხვის მეტაფრასი (A-5)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდმარხვის მეტაფრასი (A-5)XVIII საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, გადაწერილია თბილისში 1756 წელს. გადამწერი მღვდელი ისააკ შიოს ძეა, მომგებელი უცნობია.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი, შეიცავს 209 ფურცელს; ფურცლის ზომებია 30.5X21.5 სანტიმეტრი. ყდა ხისაა. ტექსტი შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი და სინგური მელნით.

დიდმარხვის მეტაფრასი (A-5) ინახებოდა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში, დღეს კი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. I1, თბილისი, 1974, გვ. 22