დიდი სჯულისკანონი (A-9)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი სჯულისკანონი (A-9)XVIII საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, გადაწერილია 1790 წლის მახლობლად. გადამწერი უცნობია, მომგებელი უცნობია.

საწერ მასალად გამოყენებულია მოლურჯო ქაღალდი, შეიცავს 295 ფურცელს; ფურცლის ზომებია 33X21.5 სანტიმეტრი. ყდა ტყავგადაკრული ტვიფრული ხისაა. ტექსტი შესრულებულია მხედრული დამწერლობით, შავი და სინგური მელნით.

დიდი სჯულისკანონი (A-9) ინახებოდა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში, დღეს კი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. I1, თბილისი, 1974, გვ. 41