დიდი სნიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდი სნიტი
რეჟისორი რიჩარდ კონდი
სცენარისტი რიჩარდ კონდი, მაიკლ სკოტი
კომპოზიტორი პატრიკ გოდფრი
დისტრიბუტორი National Film Board of Canada
ხანგრძლივობა 10 წთ
ქვეყანა დროშა: კანადა კანადა
ენა ინგლისური

დიდი სნიტი (ინგლ. The Big Snit) — 1985 წლის კანადური მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფილმი იმავე წელს ნომინირებული იყო აკადემიის ჯილდოზე საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში. 1994 წელს ანიმაციის ცნობილი მოღვაწეების მიერ ის დასახელებული იქნა ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმის სიაში #25 ადგილზე.

ფილმის სიუჟეტი აგებულია ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე, რომელთა შორის კამათი ჩნდება. კამათის დროს მათი კატა ღრღნის ტელევიზორის გაყვანილობას და წყვილი ვერც კი შეიტყობს, რომ ამასობაში ბირთვული ომი დაიწყო. მრავალი პრობლემის შემდეგ ისინი თითქოს შერიგდებიან, მაგრამ ეწირებიან ომს. ისინი კვლავ ვერ ამჩნევენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]