დიდი პრიზმული წყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დიდი პრიზმული წყარო
Grand Prismatic Spring and Midway Geyser Basin from above.jpg
კოორდინატები: 44°31′30″ ჩ. გ. 110°50′17″ დ. გ. / 44.5250472° ჩ. გ. 110.8381889° დ. გ. / 44.5250472; -110.8381889
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული უაიომინგი
აბსოლუტური სიმაღლე 2220 მ
ტიპი თერმული წყარო
ტემპერატურა 70 °C
სიღრმე 50 მ
დიდი პრიზმული წყარო — აშშ
დიდი პრიზმული წყარო

დიდი პრიზმული წყარო (ინგლ. Grand Prismatic Spring) — დიდი თერმული წყარო აშშ-ში, უაიომინგის შტატში. მდებარეობს იელოუსტოუნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2220 მ სიმაღლეზე. სიდიდით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა ფრაინგ-პენისა და ბოილინგის ტბების შემდეგ.[1] განფენილია მიდვეის გეიზერის აუზში. მისი დიამეტრია დაახლოებით 110 მ, ხოლო სიღრმე 50 მ. წყაროს 70°C-ანი წყლის ხარჯი შეადგენს 2100 ლიტრს წუთში.[2]

დიდი პრიზმული წყარო გეოლოგებმა შენიშნეს 1871 წლის ჰაიდენის გეოლოგიური აგეგმვის დროს და სახელი უწოდეს მისი გასაოცარი შეფერადების გამო. პირველი ცნობები წყაროს შესახებ ეკუთვნით ადრინდელ ევროპელ მოგზაურებსა და გეოდეზისტებს. 1839 წელს ამერიკული ბეწვეულის კომპანიის ოთხმა მონადირემ გადაკვეთა მიდუეის გეიზერის აუზი და შენიშნა „მდუღარე ტბა“, — სავარაუდოდ დიდი პრიზმული წყარო[3] დიამეტრით 90 მ. 1870 წელს უოშბერნ-ლანგფორდ-დოანის ექსპედიციამ მოინახულა წყარო და სიახლოვეს შენიშნა 15 მ გეიზერი, რომელსაც მოგვიანებით ექსელსიორი ეწოდა.[4]

გაზაფხულზე ნათელი და კაშკაშა ფერები კიდეების ირგვლივ არსებული მინერალებით მდიდარი წყლის მიკრობული მატების შედეგია, რომლის პროდუქტის ფერი გარდამავალია მწვანესა და წითელს შორის. მიკრობული მატების ფერების რაოდენობა დამოკიდებულია ქლოროფილისა და კაროტინოიდების შეფარდებასა და ჩამონადენის ტემპერატურის გრადიენტზე. ზაფხულში მატები ნარინჯისფერი ან წითელია, მაშინ როდესაც ზამთარში მატები ჩვეულებრივ, მუქი მწვანეა.[5] ექსტრემალური სიცხის გამო აუზის ცენტრი სტერილურია. აუზის ცენტრალური ნაწილის წყლის მუქი ლურჯი ფერი წყლის შიდა ლურჯი ფერის შედეგია. ეფექტი მეტად ძლიერია წყაროს ცენტრში, მისი სტერილურობისა და სიღრმის გამო.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]