დიდი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზი (ინგლ. UK Music Hall of Fame) — დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც ნებისმიერი ეროვნების მუსიკოსები აღინიშნებოდნენ გაერთიანებული სამეფოს მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. ეს დიდების დარბაზი დაარსდა 2004 წელს. წესების მიხედვით, მასში შეჰყავდათ რომელიმე ჯგუფის ხუთი დამაარსებელი წევრი და კიდევ ხუთი სხვა წევრი, შერჩეული საჯარო გამოკითხვით. შემდგომ წლებში ჟიური შედგებოდა 60-ზე მეტი ჟურნალისტისგან ან მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან. უკანასკნელად ცერემონია გაიმართა 2006 წელს, რის შემდეგაც მისი გამართვა შეწყდა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შონ მაიკლზი. (19 სექტემბერი 2008) Channel 4 axes UK Music Hall of Fame. Guardian.co.uk.