დიანჩი
იერსახე
დიანჩი | |
---|---|
![]() ტბა დიანჩი | |
კოორდინატები: 24°48′02″ ჩ. გ. 102°40′17″ ა. გ. / 24.80056° ჩ. გ. 102.67139° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1886,5 მ |
სიგრძე | 40 კმ |
სიგანე | 7 კმ |
ფართობი | 298 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 163,2 კმ |
საშუალო სიღრმე | 5,3 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 11,2 მ |
დიანჩი[1] (ჩინ.: 滇池) — გამდინარე ტბა ჩინეთში, იუნანის პროვინციაში. განლაგებულია იუნანის მთიანეთზე, მთათაშუა ქვაბულში,[2] ზღვის დონიდან 1886,5 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 298 კმ², მაქსიმალური სიღრმე 11,2 მ. ფართობით იუნანის პროვინციის უდიდესი ტბაა. აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაპირები მაღალია, ხოლო ჩრდილოეთით ფართო ალუვიური ვაკეა, რომელიც ინტენსიურად ირწყვებოდა იუანის დინასტიისა (1279-1368) და მინის დინასტიის (1368-1644) დროს.[3] ტბის მთავარი პრობლემა დაბინძურებაა. დიანჩიდან გამოედინება მდინარე პუდუხე, რომელიც ერთვის მდინარე ძინშას. ტბის ჩრდილოეთ სანაპიროს სიახლოვესაა ქალაქი კუნმინი. განვითარებულია ნაოსნობა და თევზჭერა.[2]