ნიკოლა დე ნეფვილი (ჰერცოგი დე ვილრუა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დე ნეფვილი, ნიკოლა (ჰერცოგი დე ვილრუა))
Jump to navigation Jump to search
ნიკოლა დე ნეფვილი

ნიკოლა დე ნეფვილი, მარკიზი დე ვილრუა (ფრანგ.: Nicolas de Neufville, marquis de Villeroy), 1663 წლიდან ჰერცოგი დე ვილრუა (ფრანგ.: duc de Villeroy) (* 1597; † 28 ნოემბერი, 1685) - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი.

ვილრუამ, როგორც მთავარსარდალმა თავი გამოიჩინა იტალიაში, კატალონიაში და ლოთარინგიაში. 1646 წელს იგი საფრანგეთის მარშალი და ლუი XIV-ის აღმზრდელი გახდა. 1661 წელს იგი ფინანსურ საქმეთა საბჭოს შეფი გახდა, 1663 წელს იგი საფრანგეთის პერის რანგში აამაღლეს და ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]