დეტონირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეტონირება (ფრანგ. détonner — არასწორად, ყალბად მღერა) — მუსიკალური ბგერის არაზუსტი, მცდარი შესრულება, ნორმალური სიმაღლიდან გადახრა. დეტონირება ძირითადად ვოკალურ ხელოვნებასა და, უმეტესად, ხმის დადაბლებით გამოიხატება (ხმის ამაღლება შედარებით იშვიათია). დეტონირებას ზოგჯერ ადგილი აქვს სიმებიან და სასულე საკრავებზე დაკვრის დროსაც. მიზეზი მუსიკალური სმენის ნაკლებობა ან შესრულების დროს მკაცრი თვითკონტროლის უქონლობაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]