დენჯერის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დენჯერის მღვიმე
Danger Cave
დენჯერის მღვიმე
დენჯერის მღვიმე
კოორდინატები: 40°45′07″ ჩ. გ. 114°00′57″ დ. გ. / 40.75194° ჩ. გ. 114.01583° დ. გ. / 40.75194; -114.01583
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული იუტა
ტიპი კულტურული
დენჯერის მღვიმე — აშშ
დენჯერის მღვიმე

დენჯერის მღვიმე (ინგლ. Danger Cave) — მღვიმე აშშ-ში. მდებარეობს ქალაქ უენდოუვერის მახლობლად, იუტის შტატში. წარმოადგენს მონადირეთა და შემგროვებელთა ერთ-ერთ უძველეს ნამოსახლარს ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლის უდაბნოს კულტურის ექსპონატები თარიღდება ძვ. წ. დაახლოებით 950-500 წლებით. რადიონახშირბადის დათარიღების ხარჯზე გამოვლინდა, რომ დენჯერის ქვედა ფენა (რომელიც 11,000 წლისაა) შეიცავს ძალიან ცოტა ფაქტს ამ რაიონში ადამიანის არსებობის შესახებ, თუმცა გარემოება იცვლება ქვედა ფენაში (ასაკი 9,000 წელი), სადაც გამოაშკარავდა ადამიანის არსებობის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი.

დენჯერი პირველად გამოიკვლია ელმერ სმითმა 1930 წელს, ხოლო გათხრები დაიწყო 1950 წლიდან ამერიკელი არქეოლოგისა და ანთროპოლოგის ჯესი ჯენინგზის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეასრულა ნოვატორული სამუშაოები ამ რაიონში და მიიღო გათხრების ანალიზის მაღალი შედეგები. მისმა კვლევებმა ფართო აღიარება მოიპოვა. გათხრები მიმდინარეობდა ქვედა ფენაში, რომელიც 4 ზედა კულტურული ფენისაგან ღამურების გუანოთი იყო გამოყოფილი. აღმოჩნდა 6 კერა და ქვის ანატკეცებისაგან დამზადებული რამდენიმე უხეში იარაღი. ზედა ფენებში ნაპოვნია ქვის საფხეკები, შუბისპირები, ხელსაფქვავები, ჭილოფის ნაშთები, ხისა და ძვლის ნაწარმი, მშვილდი და ისრები, ტყავის ნაწარმი და კერამიკა.

მღვიმეში აღმოჩნდა არნის, ანტილოპისა და სხვა ცხოველთა ძვლები.[1] გამოვლინებულია მცენარეთა ათობით სახეობა, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ იზრდება მღვიმეში. განახლებითი კვლევები დენჯერის მღვიმეში ჩატარდა 1980-იან წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jennings J. D., Danger Cave, "Memoirs of the Society for American Archaeology", No 14, supplement to American antiquity, 1957, v. 23, No 2, pt. 2.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Danger Cave Near Wendover Provided Clues to Ancient Utah Dwellers. Utah History to Go. Utah.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 27 March 2011.