დეზურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დეზურა
დეზურა
Delphinium elatum
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Delphinium elatum

დეზურა[1] (ლათ.Delphinium elatum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ხარისძირასებრთა ოჯახიდან. ფოთოლი სამნაკვთოვანია, თათისებრი, ძლიერ დანაწევრებული. მისი ლურჯი, ცისფერი ან იისფერი ყვავილები შეკრებილია საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებად. ყვავილსაფარის ზედა ფოთოლი დეზიანია, ნაყოფი — ფოთლურა.

მცენარის ყველა ნაწილი, განსაკუთრებით ნაყოფი შეიცავს მომწამვლელ ალკოლოიდებს. კულტივირებული სახით დედამიწაზე ყველგანაა გავრცელებული, გარდა ავსტრალიისა და პოლარული სარტყელისა.

საქართველოში ველურად იზრდება მთის შუა, ზედა, სუბალპურ და ალპური სარტყელის ველებსა, ტყისპირებსა და მაღალბალახეულში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 439, თბ., 1978 წელი.
  • Die große Pflanzen-Enzyklopädie, Bd.2, გვ.359

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]