დეივიდ მაკლელანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დევიდ მაკლელანდი)
დეივიდ მაკლელანდი
ინგლ. David McClelland
დაბ. თარიღი 20 მაისი, 1917(1917-05-20)
დაბ. ადგილი მაუნტ-ვერნონი
გარდ. თარიღი 27 მარტი, 1998(1998-03-27)[1] [2] (80 წლის)
გარდ. ადგილი ლექსინგტონი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და სოციოლოგი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი, Wesleyan University და ბოსტონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი Wesleyan University და მისურის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Daniel Goleman
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[3] , Bruno Klopfer Award, William James Fellow Award[4] , ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი და უილბურ კროსის მედალი[5]

დეივიდ მაკლელანდი (დ. 20 მაისი, 1917 — გ. 27 მარტი, 1998) — ამერიკელი ფსიქოლოგი. ის ცნობილია თავისი „მიღწევის მოთხოვნილების თეორიით“.

მან ადამიანების წარმატების (კარიერაში ან მიზნისკენ სწრაფვაში) გასაზომად უარყო IQ-სა და პიროვნების ტესტების, როგორც დასაბუთებული საზომების გამოყენება და შექმნა ფსიქოლოგიური მახასიათებლების გასაზომი ინოვაციური მეთოდი. მან ჯონ ატკინსონთან ერთად შექმნა TAT (თემატური აპერცეპციის ტესტი)-თვის შეფასებითი სისტემა, რომელიც გამოიყენება მიღწევის მოტივაციის გასაზომად. მათი აზრით, მოტივაცია უფრო უკეთ წინასწარმეტყველებდა მიღწევადობას ვიდრე გონიერება. ისინი იყენებდნენ თემატური აპერცეპციის ტესტს მოტივაციის გასაზომად. (TAT შექმნეს ჰენრი მარეიმ და კრისტიანა მორგანმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, 1930-ან წლებში).

მაკლელანდისა და ატკინსონის შეფასებითი სისტემა ზომავს ინდივიდის მიღწევის, ძალაუფლებისა და აფილაციის მოთხოვნილებების ქულებს. ამ მაჩვენებლების მეშვეობით ადამიანებს შეგვიძლია შევთავაზოთ ისეთი სამუშაო ტიპები, რომლებსაც პიროვნება შეესაბამება.

მაკლელანდის მოთხოვნილების თეორია (სამი მოთხოვნილების თეორია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკლელანდის თანახმად უმეტესი ადამიანების მოთხოვნები ან მოტივები შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც:

  • მიღწევის მოთხოვნილება - სურვილი შეასრულო ძნელი და გამომწვევი ამოცანები წარმატებით.
  • ძალაუფლების მოთხოვნილება - სურვილი გქონდეს უფლებამოსილება, გავლენა, ძალაუფლება.
  • აფილაციის მოთხოვნილება - სურვილი გქონდეს ჰარმონიული ურთიერთობები სხვა ადმიანებთან.

მან აღმოაჩინა, რომ ინდივიდის მოტივაცია და ეფექტურობა განსაზღვრულ სამუშაოში ამ სამი მოთხოვნილების ზეგავლენითაა გამოწვეული. მაკლელანდმა აღნიშნა, რომ ადამიანებს საერთოდ 3-ვე მოთხოვნილება აქვთ. ერთ-ერთი მოთხოვილება კი არის დომინანტური. ის თუ ამ სამი მოთხოვნილებიდან რომელი იქნება დომინანტური დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ასევე ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე.

1.ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიღწევის მაღალი მოთხოვნილება:

  • სურთ შეასრულონ ძნელი და გამომწვევი ამოცანები წარმატებით.
  • უყვართ მარტო ან ისეთ ადამიანებთან მუშაობა , რომლებსაც ასევე მაღალი აქვთ მიღწევის მოთხოვნილება.
  • ერიდება ძალიან რთული ან ისეთი მიზნების დასახვას სადაც წარმატების შანსი ძალიან მაღალია.

2.ადამიანებს რომლებსაც აქვთ აფილაციის მაღალი მოთხოვნილება:

  • სურთ მოსწონდნენ და მიიღონ სხვა ადამიანებმა
  • ტენდენცია აქვთ სამუშაო ჯგუფში არსებული ნორმებისადმი კომფორმულები იყვნენ
  • ურჩევნიათ თანამშრომლობა ვიდრე შეჯიბრი
  • სიამოვნებთ ჯგუფის წევრობა

3.ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება:

  • სურთ ჰქონდეთ უფლებამოსილება, გავლენა.

ის იღებს ორ ფორმას:

  1. პიროვნულს
  2. ინსტიტუციონაურს
  • მათ ვისაც სურს პერსონალური ძალაუფლება , სურთ მართონ სხვები. ეს მოთხოვნლება ხშირად აღიქმება როგორც არასასურველი.
  • მათ ვისაც სურთ ინსტიტუციონალური ძალაუფლება(ასევე ცნობილია როგორც სოციალური ძალაუფლება)სურთ სხვების ძალისხმევის მართვა რაიმე მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, ისეთის, როგორიც არის ორგანიზაციის მართვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boyatzis, R.E. (1982). The Competent Manager: A Model for Effective Performance. NY: John Wiley & Sons.
  • Boyatzis, R.E. (1998). Transforming Qualitative Information: Thematic Analysis and Code Development. Thousand Oaks, CA: Sage Publications.
  • Goleman, D. (1998). Working with Emotional Intelligence. Bantam: NY.
  • Miller, W.B. (1981). "Motivation techniques: Does one work best?" Management Review.
  • Spencer, L.M., Jr. and Spencer, S. (1993). Competence at Work: Models for Superior Performance. NY: John Wiley & Sons.
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #12229677X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. Guggenheim Fellows database
  4. https://www.psychologicalscience.org/members/awards-and-honors/fellow-award/recipent-past-award-winners
  5. https://gsas.yale.edu/documents/wilbur-cross-medalists-1966-2023-year