დედპული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედპული
Cable & Deadpool -15 Promo Cover.jpg
ისტორია
გამომცემელი Marvel Comics
დებიუტი New Mutants #98 (თებერვალი 1991)
ავტორ(ებ)ი ფაბენ ინსიეზა, რობი ლიფელდი
დახასიათება
ფსევდონიმები ჯეკი, უეიდ უილსონი, მკვდარი უეიდი
მოკავშირეები კაბელი, იქს იარაღი, დეპარტამენტი - კ, საშინელი ოთხეული, ექვსნი
შესაძლებლობები * ჭრილობათა სწრაფი მოშუშება (სამურავზე უფრო სწრაფიც)
  • ძლიერი იმუნიტეტი - აგრეთვე ტელეპატიაზეც
  • ზეადამიანური ძალა
  • ზეადამიანური მოქნილობა
  • ზეადამიანური რეფლექსები
  • ტკივილის სუსტი მგრძნობელობა

დედპული (ინგლ. Deadpool) — უარყოფითი პერსონაჟი Marvel Comics-ში. ის შექმნა მხატვარმა რობ ლიფელდმა და მწერალმა ფაბიან ნისიზიმ. პირველად გამოჩნდა კომიქსებში The New Mutants #98 (თებერვალი 1991).

ის არის ძლიერი მეომარი, თანაც ცნობილია თავისი შავი იუმორით. როგორც სამურავი კომიქსებიდან „ადამიანი მუტანტები“, ის შეიქმნა «იქს იარაღმა». როდესაც ერთი განსწავლული შეეცადა საშინელი რეგენერაციის შეჩერებას დედამიწაზე, იგი იქს იარაღმა შეიპყრო და ასეთად აქცია. ტყვიისებრი ედი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. თავიდან იგი შეიქმნა როგორც ახალი მუტანტების მტერი. 1997 წლიდან ამ გმირმა მიიღო თავისი საკუთარი კომიქსი. 2002 წელს,69 ნომრის შემდეგ, როდესაც მთავარი გმირი აფეთქებამ შეიწირა, კომიქსი ჩაანაცვლა ახალმა სერიამ იქს აგენტები (აგენტი X),სადაც ედპული 15 ნომერში გაცოცხლდა, და კომიქსის ბოლო სერიებში ის დაბრუნდა კიდევაც მაგრამ კომიქსების გამოცემა მაინც შეწყდა მისი არაპოპულარობის გამო 2003 წელს. 2004 წლის მაისში დაიწყეს ახალი კომიქსის გამოშვება სახელწოდებით კაბელი და დედპული, სადაც ერთმანეთს ორი მუტანტი კაბელი და ტყვიისებრი ედი ებრძვიან. ეს კომიქსი 50 ნომერში დასრულდა რადგანაც, დაიწყო კაბელის ახალი, საკუთარი კომიქსების გამოშვება. 2008 წლის ზაფხულიდან დაიწყო ტყვიისებრი ედის ახალი სერიების გამოცემა.

დედპული კომიქსების გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დედპული Marvel Comics-ის მიერ შექმნილ სამ ვიდეო თამაშში შეგვხვდა, სადაც იგი ჯონ კასირმა განასახიერა.
  • თამაშში X-Men Legends II: Rise of Apocalypse დედპული ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა
  • თამაშში Marvel: Ultimate Alliance იგი ერთ-ერთი სიკეთის მხარეს მებრძოლი პერსონაჟია.
  • თამაშში Deadpool იგი მთავარი პერსონაჟია.

ინფორმაცია ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]