დასდებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დასდებელი, დასადებელი — საეკლესიო საგალობლის აღმნიშვნელი უძველესი ქართული ტერმინი. პირველად დასტურდება VII საუკუნის ნათარგმნ ძეგლში „იერუსალიმურ ლექციონარში“, სადაც იგი განსხვავებული ლიტურგიული დანიშნულებისა და ფორმის საგალობელს აღნიშნავს. წარმოდგება სიტყვისაგან „დებაჲ“ (დასადებელი, დასამატებელი). ვარაუდობენ, რომ დასდებელი თავდაპირველად ეწოდებოდა ფსალმუნის მისამღერად, რეფრენად შემოღებულ ფსალმუნურ მუხლს ან პოეტურ სტროფს. შემდეგ დასდებელის მნიშვნელობა განზოგადდა. IX-X საუკუნეების ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დასდებელნი (მრავლობითის ფორმით) ეწოდება ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის წირვათა მთელ საგალობელ მასალას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მისივე, Иерусалимский Кановарь ЖИИ века. Грузинская версия, Тфл., 1912;
  • Leeb H., Die Gesänge in Gemeindegottesdienst von Jerusalem, W., 1970;