დარიალი (ალმანახი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „დარიალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დარიალი.

"დარიალი", ქართული მხატვრულ-ლიტერატურული ალმანახი, გამოვიდა თბილისში 1925 წელს (№ 1 ოქტომბერ-ნოემბერი). "დარიალში" გაერთიანდნენ საბჭოთა საქართველოს ახალი ლიტერატურული ძალები; დაიბეჭდა დ. გაჩეჩილაძის, კ. ლორთქიფანიძის, ნ. ჩაჩავას, ს. ჩიქოვანის, გ. მდივნის, შ. რადიანის და სხვათა ლექსები, მოთხრობები, თარგმანები და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ვ. ბახტაძე, კ. კალაძე, ვ. ჟურული, ბ. ჟღენტი, დ. ცაგარელი. გამომცემელი - ჟურნალი "მნათობი".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]