დამცველი (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამცველი
რეჟისორი დეივიდ ჰოლანდერი
მონაწილეობენ საიმონ ბეიკერი, დებნი კოულმენი, ალან როზენბერგი, ვებდი მონიზი, რაფაელ სბარჯი
კომპოზიტორ(ებ)ი მარკ სნოუ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
სეზონი 3
ეპიზოდი 67
წარმოება
ხანგრძლივობა 44 წთ.
კომპანია
ეთერი
ორიგინალური არხი CBS[1][2]
ეთერში 15 სექტემბერი, 2001 (2001-09-15) — 4 მაისი, 2004 (2004-05-04)


დამცველი“ (ინგლ. The Guardian) — ამერიკული დრამატული ტელესერიალი, გადაღებული დეივიდ ჰოლანდერის მიერ. ტელესერიალი CBS-მა დაუკვეთა და სამი სეზონი გამოუშვა, 2001 წლის 25 სექტემბრიდან 2004 წლის 4 მაისამდე. სერიალში მთავარ როლებს საიმონ ბეიკერი და დებნი კოულმენი ასრულებენ. მისი მეორე სეზონის ოთხ ეპიზოდში ფერა ფორესტიც მოიწვიეს.

სერიალის მთავარ სიმღერას „Empire in My Mind“ ჯგუფი The Wallflowers ასრულებს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მთავარი გმირი ახალგაზრდა, ამბიციური და წარმატებული ადვოკატი ნიკ ფელინია (საიმონ ბეიკერი), რომელიც მამამისის ბარტონის იურიდიულ ფირმაში მუშაობს. თითქოს არაფერი აკლია და არხეინად ცხოვრობს, მაგრამ ერთხელ ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავებენ და პიტსბურში საზოგადოებრივ სასარგებლო შრომას მიუსჯიან. მან ბავშვების ინტერესები უნდა დაიცვას, ძირითადად დაბალშემოსავლიანების. პირველ საქმეზე ნიკი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, უნდ დაიცვას პატარა ბავშვი საქმეების მსვლოლობისას ნიკი თანდათან შეიცვლება და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავს. მიხვდება რომ დაზარალებული ბავშვების ბედი დაქირავებულ ორგანიზაციებს დიდად არ ანაღვლებთ და გადაწყვეტს თვითონ იბრძოლოს მათთვის. მასში გაიღვიძებს ახალი უნარი, მთელ თავის ენერგიას და პროფესიონალიზმს სასიკეთო საქმეებისთვის მიმართავს.

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონების გამოსვლის დრო

სეზონი ეპიზოდები გამოსვლის დრო
პირველი სერია ბოლო სერია
1 22 25 სექტემბერი, 2001 21 მაისი, 2002
2 23 24 სექტემბერი, 2002 13 მაისი , 2003
3 22 23 სექტემბერი, 2003 4 მაისი, 2004
საიმონ ბეიკერი, მთავარი როლის შემსრულებელი

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
საიმონ ბეიკერი ნიკ ფელინი
დებნი კოულმენი ბარტონ ფელინი
ალან როზენბერგი ელვინ მასტერსონი
ვებდი მონიზი ლუიზა „ლულუ“ არჩერი
რაფაელ სბარჯი ჯეიკ სტრაკა


ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
ASCAP Film and Television Music Awards 2002 "Top TV Series" ჯეიკობ დილანი გამარჯვებული
მსახიობი საიმონ ბეიკერი
"New Series"
ASCAP Film and Television Music Awards 2003 "Top TV Series" ჯეიკობ დილანი გამარჯვებული
Young Artist Award "Best Performance in a TV Series - Guest Starring Young Actress" დანიელ პანაბეიკერ გამარჯვებული
ASCAP Film and Television Music Awards 2004 "Top TV Series" ჯეიკობ დილანი გამარჯვებული


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "CBS The Guardian Promo...". YouTube: Jamie Gee. 31 August 2013. https://www.youtube.com/watch?v=BQuM-SFwmi8
  2. Rob Owen. "Why The Guardian Had to End...". Posted online by Eline_K. Fanpop. 22 May 2004. http://www.fanpop.com/clubs/the-guardian-tv-show/articles/50185/title/why-guardian-end