დამპალი დაბები
იერსახე
დამპალი დაბები (ინგლ. Rotten Boroughs) — გაუკაცრიელებული დაბები და სოფლები XVIII-XIX სს. ინგლისში, რომლებიც პარლამენტში წარმომადგენლობით უფლებას ინარჩუნებდნენ. დამპალიი დაბებიდან პარლამენტის წევრებს ფაქტობრივად ამ დაბების მესაკუთრე ლენდლორდები ნიშნავდნენ. დამპალი დაბების სისტემა ხელს უშლიდა სამრეწველო ბურჟუაზიის პარლამენტში შეღწევას და უწარმომადგენლოდ ტოვებდა ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიც იყო ბირმინგემი, მანჩესტერი და სხვა. 1832 წელს საპარლამენტო რეფორმით 56 დამპალ დაბას ჩამოერთვა დამოუკიდებელი წარმომადგენლობის უფლება, დანარჩენებს კი - 1867 წლის საარჩევნო რეფორმის შემდეგ. ამის შედეგად 1832-1867 წწ. პარლამენტში 200 დეპუტატის ადგილი განთავისუფლდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 355, თბ. 1978
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сэр Френсис Бурдет დაარქივებული 2007-10-31 საიტზე Wayback Machine.