დამიანე გოგოხია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოხია.

დამიანე ვლადიმერის ძე გოგოხია (დ. 26 მაისი, 1919, სოფ. ქვემო ბარღები, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი — გ. 4 მარტი, 2001, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1919 წლის 26 მაისს, გალის რაიონის სოფელ ბარღებში; ზოგან დაბადების წლად 1917-ია მითითებული.[1] 1941 წელს დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი, 1944 წელს — უმაღლესი პარტიული სკოლა, 1954 წელს კი — სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.

1950–70-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე; 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიის სოციალური, ეკონომიური განვითარების მეცნიერული შესწავლა. ამ თემაზე შექმნა მონოგრაფია — „აფხაზეთის ასსრ სოციალ–ეკონომიური და კულტურული განვითარება“ (1961–1985).

გარდაიცვალა 2001 წლის 4 მარტს, 81 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]