დავით კობალავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით კობალავა (დ. 5 იანვარი, 1910, ბოვაური — გ. 1988) — ქართველი მეცნიერი, სოფლის მეცნიერების მუშაკი.

1937 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი.

1937 წელს მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის კერძო ზოოტექნიკის კათედრაზე. 1938-1941 წლებში სწავლობდა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ასპირანტურაში. 1941-1945 წლებში იყო საქართველოს მიწსახკომის სანაშენო საქმის ინსპექტორი. 1945-1956 წლებში საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცხენეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1959-1967 წლებში ახლად რეორგანიზებული ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ცხოველთა კვების და საკვებთა ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1967-1987 წლებში თავდაპირველად მეცხენეობის, ხოლო მოგვიანებით გახდა მეცხენეობა-მებოცვრეობის განყოფილების გამგე. აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც, ეხება მეცხენეობას, მებოცვრეობას და ცხოველთა კვების საკითხებს1974 წელს დაიცვა

1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ანარჩენების ბიოლოგიური გადამუშავების შედეგად მიღებული ბაქტერიული ბიომასის გამოყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის პროდუქტიულობის გადიდების საქმეში.“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეცხენეობის განვითარება საქართველოში (ავტორი). - თბილისი, 1981 გვ. 24
  • კვიცის გამოზრდა ჯოგური მეურნეობის პირობებში (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1954 გვ. 32

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. თბ., 2004 გვ. 163

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]