დავით დავარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით დავარაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1958) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1981–1983 წლებში იყო ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1983 წლიდან ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის, მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1993-1997 წლებში სტაჟირებას გადიოდა ლონდონში, ნაყოფის მედიცინის განყოფილებაში. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი „VITA“–ს მეანობა —გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი.

1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ნორმალური და პათოლოგიური ორსულობის დროს დედა–პლაცენტა–ნაყოფის სისტემის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ანტენატალური შეფასება ულტრაბგერითი დოპლერ მეთოდით“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1986 - ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საკავშირო კონფერენცია, ლაურეატი
  • 1980 - სსრკ განათლების სამინისტროს დიპლომი, საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 85

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]