დავით აბაშიძე
იერსახე
დავით აბაშიძე (გ. დაახლ. 1821) — იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის II ნახევარში. სოლომონ I-ის სახლთუხუცესი, ძმა მაქსიმე კათალიკოსისა. 1778 წელს მეთაურობდა სოლომონ I-ის წინააღმდეგ მოწყობილ თავადთა შეთქმულებას. აჯანყების ჩახშობის შემდეგ სოლომონმა თანამდებობიდან გადააყენა, ყმა-მამული ჩამოართვა და იმერეთიდან გააძევა. დავით აბაშიძემ ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში, „ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“, ტ. III, თბ., 1961
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 20.