დაგეგმილი მოძველება

დაგეგმილი მოძველება (აგრეთვე ჩაშენებული მოძველება ან ნაადრევი მოძველება) — ეკონომიკასა და სამრეწველო დიზაინში, პროდუქტის დაგეგმვის ან დიზაინის შექმნის პოლიტიკა ხელოვნურად შეზღუდული სასარგებლო სიცოცხლის ვადით ან მიზანმიმართულად მყიფე დიზაინით, რათა იგი მოძველდეს წინასწარ განსაზღვრული პერიოდის შემდეგ. ამ დროის გასვლის შემდეგ, პროდუქტის ფუნქციონირება უარესდება, მოულოდნელად წყვეტს მუშაობას, ან აღარ მიიჩნევა მოდურად.[1] ამ სტრატეგიის საფუძველია გრძელვადიანი გაყიდვების მოცულობის გენერირება განმეორებით შესყიდვებს შორის დროის შემცირებით (რასაც „ჩანაცვლების ციკლის დამოკლება“ ეწოდება).[2] ესაა პროდუქტის სიცოცხლის ხანგრძლივობის განზრახ შემცირება, რაც მომხმარებელს აიძულებს, მალევე ის ახალი, მუშა პროდუქტით ჩაანაცვლოს.[3]
დაგეგმილი მოძველების სტრატეგია ყველაზე კარგად ოლიგოპოლიის პირობებში ამართლებს.[4] სანამ მწარმოებელი დაგეგმილ მოძველებას მიმართავს, მან უნდა იცოდეს, რომ მომხმარებელი განმეორებით შესყიდვას, სავარაუდოდ, კვლავ მასთან განახორციელებს, რაც ბრენდის ლოიალობაზეა დაფუძნებული. დაგეგმილი მოძველების ასეთ შემთხვევებში, საქმე გვაქვს ინფორმაციულ ასიმეტრიასთან მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რადგან ამ უკანასკნელმა, მწარმოებლისგან განსხვავებით, არ იცის, თუ დროის რა პერიოდზეა პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობა გათვლილი. როცა ბაზარზე კონკურენცია იმატებს, პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობა იზრდება.[5][6] მაგალითად, როდესაც 1960-იან და 1970-იან წლებში შედარებით ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის მქონე იაპონური ავტომობილები ამერიკულ ბაზარზე შევიდა, ამერიკელმა ავტომწარმოებლებმა საპასუხოდ უფრო გამძლე პროდუქციის წარმოება დაიწყეს.[7]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1924 წელს ამერიკის საავტომობილო ბაზარმა გაჯერების წერტილს მიაღწია. გაყიდვების დონის შესანარჩუნებლად, General Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალფრედ სლოუნ უმცროსმა, შემოგვთავაზა ავტომობილების დიზაინის ყოველწლიური ცვლილებები, რათა დაერწმუნებინა ავტომფლობელები, ყოველწლიურად ეყიდათ ახალი მანქანები, რომელთა განახლებულ გარეგნობაზე ჰარლი ერლი და „ხელოვნებისა და ფერების სექცია“ მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია ველოსიპედების ინდუსტრიიდან იყო ნასესხები, მის წარმოშობას ხშირად შეცდომით სლოუნს მიაწერდნენ.[9] სლოუნი ხშირად იყენებდა ტერმინს დინამიკური მოძველება,[10] თუმცა კრიტიკოსებმა მის სტრატეგიას დაგეგმილი მოძველება უწოდეს.
ამ სტრატეგიამ დიდი გავლენა მოახდინა ავტოინდუსტრიაზე, პროდუქტის დიზაინის სფეროსა და საბოლოოდ მთელ ამერიკულ ეკონომიკაზე. მცირე მოთამაშეებმა ვერ შეძლეს ყოველწლიური დიზაინის ცვლილებების ტემპისა და ხარჯების შენარჩუნება. ჰენრი ფორდს არ მოსწონდა მოდელების მუდმივი ცვლილებები, რადგან იგი ინჟინრისთვის დამახასიათებელ სიმარტივეს, მასშტაბის ეკონომიკასა და დიზაინის მთლიანობას ემხრობოდა. GM-მა 1931 წელს გაყიდვებით ფორდს გაუსწრო და ინდუსტრიაში დომინანტურ კომპანიად იქცა. დიზაინის ხშირი ცვლილებები ასევე მოითხოვდა მზიდი ჩარჩოს სტრუქტურის გამოყენებას, ნაცვლად უფრო მსუბუქი, მაგრამ რთულად მოდიფიცირებადი მზიდი ძარის დიზაინისა, რომელსაც ევროპელი ავტომწარმოებლების უმეტესობა იყენებდა.
ფრაზა დაგეგმილი მოძველება სულ მცირე 1932 წლიდან იღებს სათავეს, ბერნარდ ლონდონის პამფლეტიდან დეპრესიის დასრულება დაგეგმილი მოძველების გზით.[11] ლონდონის გეგმის არსი იყო ის, რომ მთავრობას უნდა დაეწესებინა კანონიერი მოძველება პირადი მოხმარების ნივთებზე, რათა სტიმული მიეცა მუდმივი შესყიდვებისთვის. თუმცა, ფრაზა პირველად 1954 წელს ამერიკელმა სამრეწველო დიზაინერმა ბრუკს სტივენსიმ მიანიჭა პოპულარობა. სტივენსს 1954 წელს მინეაპოლისში სარეკლამო კონფერენციაზე უნდა წაეკითხა მოხსენება. ბევრი ფიქრის გარეშე, მან ეს ტერმინი თავისი გამოსვლის სათაურად გამოიყენა. ამ მომენტიდან „დაგეგმილი მოძველება“ სტივენსის საფირმო ფრაზად იქცა. მისი განმარტებით, დაგეგმილი მოძველება იყო „მყიდველში იმის სურვილის გაღვივება, რომ იქონიოს რაღაც ოდნავ ახალი, ოდნავ უკეთესი, ოდნავ უფრო მალე, ვიდრე ამის აუცილებლობა არის.“[12]
ფრაზა სწრაფად აიტაცეს სხვებმაც, მაგრამ სტივენსის განმარტება სადავო გახდა. 1950-იანი წლების ბოლოს, დაგეგმილი მოძველება გახდა გავრცელებული ტერმინი პროდუქტებისთვის, რომლებიც შექმნილი იყო ადვილად გასაფუჭებლად ან მოდურობის სწრაფად დასაკგად. ფაქტობრივად, კონცეფცია იმდენად ფართოდ იყო აღიარებული, რომ 1959 წელს Volkswagen-მა იგი სარეკლამო კამპანიაში დაცინვის საგნად აქცია. ავტომწარმოებლებს შორის დაგეგმილი მოძველების ფართო გამოყენების აღიარების მიუხედავად, Volkswagen-მა საკუთარი თავი ალტერნატივად წარმოაჩინა. „ჩვენ არ გვჯერა დაგეგმილი მოძველების“, — ამბობდა რეკლამა. „ჩვენ არ ვცვლით მანქანას ცვლილების გამო.“[13] Doyle Dane Bernbach-ის მიერ ჩატარებულ ცნობილ Volkswagen-ის სარეკლამო კამპანიაში, ერთ-ერთ რეკლამაში თითქმის ცარიელი გვერდი იყო ნაჩვენები სლოგანით: „აზრი არ აქვს 1962 წლის Volkswagen-ის ჩვენებას, ის კვლავ იგივენაირად გამოიყურება“.
1960 წელს კულტურის კრიტიკოსმა ვენს პაკარდმა გამოაქვეყნა The Waste Makers (გამფლანგველები), რომელიც წარმოჩენილი იყო როგორც „ბიზნესის სისტემატური მცდელობის მხილება, გვაქციოს ჩვენ მფლანგველ, ვალებში ჩაფლულ, მუდმივად უკმაყოფილო ინდივიდებად“. პაკარდმა დაგეგმილი მოძველება ორ ქვეკატეგორიად დაყო: სასურველობის მოძველება და ფუნქციის მოძველება.
„სასურველობის მოძველება“, ასევე ცნობილი როგორც „ფსიქოლოგიური მოძველება“, გულისხმობდა მარკეტოლოგების მცდელობას, პროდუქტი მფლობელის გონებაში გაეცვითათ. პაკარდმა მოიყვანა სამრეწველო დიზაინერის, ჯორჯ ნელსონის ციტატა:
დიზაინი... არის მცდელობა, წვლილი შეიტანო ცვლილების გზით. როდესაც წვლილის არ, ან ვერ შეგაქვს, ერთადერთი პროცესი, რომელიც ცვლილების ილუზიას ქმნის, არის „სტილიზაცია“!
სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს დაგეგმილი მოძველების რამდენიმე სახეობა. ისინი სიმწვავის ზრდის მიხედვით არის დალაგებული:
გამძლეობის გართულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამძლეობის გართულება არის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს პროდუქტის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას მის ბაზარზე გამოშვებამდე, მისი ისე დაპროექტებით რომ სწრაფად გაფუჭებდეს.[4] ყველა პირადი მოხმარების პროდუქტის დიზაინი მოიცავს მოსალოდნელ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას, რომელიც შემუშავების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული. შესაბამისად, კომპლექსური პროდუქტის დიზაინის ადრეულ ეტაპზე უნდა გადაწყდეს, რამდენ ხანს უნდა იმუშაოს მან, რათა თითოეული კომპონენტი ამ სპეციფიკაციების შესაბამისად დამზადდეს. ბუნებრივი ცვეთის გამო, პროდუქტების უმეტესობა საბოლოოდ ფუჭდება, მიუხედავად მიღებული ზომებისა. შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობა დაგეგმილი მოძველების ნიშანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ზღვარი ხელოვნურად არის შემცირებული.
გამძლეობის გართულების სტრატეგია ზოგადად კანონით არ არის აკრძალული და მწარმოებლები თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთი პროდუქციის გამძლეობის დონეს.[4] მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დაგეგმილ მოძველებად განიხილება, იგი ასევე კლიენტების საწინააღმდეგო პრაქტიკების ცალკე სფეროდ მოიაზრება.
პროდუქტის გამძლეობის შეზღუდვის ერთ-ერთი შესაძლო მეთოდია კრიტიკულ ადგილებში დაბალი ხარისხის მასალების ან კომპონენტების არაოპტიმალური განლაგების გამოყენება, რაც იწვევს ჭარბ ცვეთას. რბილი ლითონის ხრახნებისა და იაფი პლასტმასის გამოყენება მეტალის ნაცვლად დატვირთვის ქვეშ მყოფ კომპონენტებში ზრდის პროდუქტის მწყობრიდან გამოსვლის სისწრაფეს ნორმალური გამოყენებისას და მას მცირე არასტანდარტული გამოყენების დროსაც კი მსხვრევისადმი მიდრეკილს ხდის. მაგალითად, სათამაშოებში პატარა, მყიფე პლასტმასის კბილანები ძალიან მიდრეკილია დაზიანებისკენ, თუ სათამაშოთი უხეშად თამაშობენ, რამაც შეიძლება ადვილად გაანადგუროს სათამაშოს ძირითადი ფუნქციები და აიძულოს მომხმარებელი, ახალი შეიძინოს. სმარტფონებისა და სხვა ხელში დასაჭერი ელექტრონული მოწყობილობების ხანმოკლე სიცოცხლე მუდმივი გამოყენების, მყიფე ბატარეებისა და მათი ადვილად დაზიანების შესაძლებლობის შედეგია.[14]
ეკრანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Samsung-ის AMOLED ეკრანებს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში გამოიყენება, აქვთ არაოპტიმალური სადენები, რომლებიც დროთა განმავლობაში ფუჭდება, რაც იწვევს ეკრანის სრულ გათეთრებას. მწყობრიდან გამოსვლის კიდევ ერთი მიზეზია TFT ფენის დეგრადაცია, რაც ეკრანზე მწვანე ან იასამნისფერი ხაზების გაჩენას იწვევს. ორივე პრობლემა შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ გამოიწვიოს.[15][16] ეს პრობლემები მოწყობილობას გამოუსადეგარს ხდის და მომხმარებელს აიძულებს, შეაკეთოს ან შეცვალოს ეკრანი, ან შეიძინოს ახალი მოწყობილობა იმაზე ადრე, ვიდრე ეს საჭირო იქნებოდა. ეს საკითხები ფართოდაა ცნობილი საზოგადოებისთვის Samsung-ის Samsung Galaxy S20 სერიის მობილური ტელეფონების გამო. [17]
ბატარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორმალური გამოყენებისას, ბატარეები კარგავენ ენერგიის შენახვის, ენერგიის გამომუშავებისა და სტაბილური ტერმინალური ძაბვის შენარჩუნების უნარს, რაც აფერხებს გამოთვლით სიჩქარეს და საბოლოოდ იწვევს პორტატული ელექტრონიკის სისტემის გათიშვას.[18][19]
ზოგიერთი პორტატული პროდუქტი, რომლებზეც პოსტ-PC ერაში დიდი მოთხოვნაა, როგორიცაა მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და ელექტრო კბილის ჯაგრისები, შექმნილია ისე, რომ საბოლოო მომხმარებელს ართმევს ბატარეის გამოცვლის შესაძლებლობას მისი გაცვეთის შემდეგ. შედეგად, მოძველებული ბატარეა მოწყობილობაში რჩება, რაც პროდუქტის სიცოცხლის ხანგრძლივობას მისი ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლის მქონე კომპონენტით ზღუდავს.[18][20]
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიზაინი მოწყობილობას უფრო თხელს ხდის, იგი ართულებს ბატარეის შეცვლას მთელი მოწყობილობის სერვისში გაგზავნის ან სრულიად ახალი მოწყობილობის შეძენის გარეშე.[21] დახურული უკანა პანელის მქონე მოწყობილობაზე ბატარეის ხელით შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დაზიანება, მათ შორის წყალგამძლეობის დაკარგვა წყალდამცავი შუასადების დაზიანების გამო, ასევე სერიოზული, ზოგჯერ გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი ტელეფონის დედაპლატისთვის, რადგან ბატარეა მყარად არის მიწებებული მგრძნობიარე კომპონენტებთან ახლოს. ზოგიერთი მოწყობილობა ისეა აწყობილი, რომ ბატარეის ტერმინალები დედაპლატითაა დაფარული, რაც მოითხოვს მის სარისკო მოხსნას ტერმინალების გათიშვამდე.[22]
ეს პრაქტიკა ტელეფონების დიზაინში Apple-ის iPhone-ებით დაიწყო და ახლა გავრცელებულია უმეტეს მობილურ ტელეფონზე,[23] 2022 წლის მონაცემებით, გამონაკლისს Fairphone-ისა და Shiftphone-ის პროდუქტები წარმოადგენს. ადრინდელ მობილურ ტელეფონებს (მათ შორის წყალგაუმტარ მოდელებსაც) ჰქონდათ უკანა ხუფები, რომელთა მოხსნაც მომხმარებელს ბატარეის შესაცვლელად შეეძლო.[24] 2022 წლის 9 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას, რომ 2026 წლიდან მწარმოებლებმა ევროკავშირში გაყიდული ყველა ელექტრო მოწყობილობა (რომელიც ძირითადად არ გამოიყენება სველ პირობებში) ისე უნდა დააპროექტონ, რომ მომხმარებლებმა თავად შეძლონ ბატარეების მარტივად ამოღება და შეცვლა.[25][26]
შეკეთების არდაშვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასეთი დიზაინის უკიდურესი მაგალითებია ტრადიციულად გამძლე საქონლის ერთჯერადი ვერსიები, როგორიცაა ერთჯერადი ფოტოაპარატი, სადაც მომხმარებელმა მხოლოდ ერთხელ გამოყენების შემდეგ სრულიად ახალი პროდუქტი უნდა შეიძინოს. ასეთი პროდუქტები ხშირად ისეა შექმნილი, რომ მათი შეკეთება შეუძლებელი იყოს; მაგალითად, იაფფასიან ერთჯერად ციფრულ საათს შეიძლება ჰქონდეს ქარხნულად დალუქული კორპუსი, სადაც მომხმარებელს არ აქვს შიდა ნაწილებზე წვდომის შესაძლებლობა საათის სრულად განადგურების გარეშე.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! მწარმოებლებს შეუძლიათ სათადარიგო ნაწილები გახადონ ან ხელმიუწვდომელი, ან იმდენად ძვირი, რომ პროდუქტის შეკეთება ეკონომიკურად გაუმართლებელი იყოს. მაგალითად, Canon-ისა და ზოგიერთი HP-ის ჭავლური პრინტერები აღჭურვილია შეცვლადი საბეჭდი თავით, რომელიც საბოლოოდ ფუჭდება. თუმცა, შემცვლელის მაღალი ღირებულება მფლობელს აიძულებს, მთელი მოწყობილობა გადააგდოს.[27]

სხვა პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს დიზაინის ელემენტებს, რომლებიც მიზნად ისახავს შეკეთების ხელის შეშლას, როგორიცაა Apple-ის მიერ გამოყენებული „გახსნისგან დაცული“ Pentalobe-ის ხრახნი, რომელთა მოხსნა ჩვეულებრივი სამომხმარებლო ინსტრუმენტებით ადვილი არ არის, წებოს ჭარბი გამოყენება, ასევე მუშაობის დაბლოკვა, თუ აღმოჩენილი იქნება მესამე მხარის კომპონენტი, როგორიცაა შეცვლილი „Home“ ღილაკი.[28][29]
წინიდან ჩასატვირთ სარეცხ მანქანებს ხშირად აქვთ ბარაბნის საკისარი — კრიტიკული და ცვეთადი მექანიკური კომპონენტი — მყარად ჩამოსხმული სარეცხ ბარაბანში, ან თუნდაც აქვთ დალუქული გარე ბარაბანი, რაც შეუძლებელს ხდის საკისრების განახლებას მთელი ბარაბნის გამოცვლის გარეშე. ამ შეკეთების ღირებულებამ შეიძლება გადააჭარბოს მოწყობილობის ნარჩენ ღირებულებას, რაც მის გადაგდებას აიძულებს.[30]
Bosch, მიუხედავად ვებგვერდებზე დეკლარირებული სათადარიგო ნაწილების 10-წლიანი ხელმისაწვდომობისა,[31][32] პოპულარულ MaxoMixx ბლენდერებში აყენებს ადვილად მტვრევად პლასტმასის ჩამკეტს და უარს ამბობს შემცვლელი ჩამკეტის მომხმარებლისთვის მიყიდვაზე. სამაგიეროდ, იგი სთავაზობს მთლიანი ამძრავის შეცვლას, რომელიც მრავალი ელემენტისგან შედგება, როგორც ერთიანი სათადარიგო ნაწილი, რაც თითქმის ახალი მოწყობილობის ყიდვის ტოლფასია.[33]
ონლაინ სარემონტო საზოგადოების, iFixit-ის თანადამფუძნებლის, კაილ უინსის თქმით, ასეთი დიზაინის შესაძლო მიზანია შეკეთების ღირებულება ჩანაცვლების ღირებულების ტოლფასი გახადოს, ან საერთოდ თავიდან აიცილოს პროდუქტის ნებისმიერი სახის მომსახურება. 2012 წელს Toshiba გააკრიტიკეს ვებსაიტის მფლობელისთვის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ წერილების გაგზავნის გამო, სადაც განთავსებული იყო მისი საავტორო უფლებებით დაცული სარემონტო სახელმძღვანელოები, რაც ზიანს აყენებდა დამოუკიდებელ და სახლის პირობებში შეკეთების ბაზარს.[34]
სისტემური მოძველება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაგეგმილი სისტემური მოძველება გამოწვეულია ან ინვესტიციების შეწყვეტით, ან პროდუქტის მოძველებით იმ სისტემის მუდმივი განვითარების გამო, რომელშიც იგი გამოიყენება, ისე, რომ ორიგინალური პროდუქტის მუდმივი გამოყენება რთულდება. სისტემური მოძველების გავრცელებული მაგალითებია ხრახნების ან შესაკრავების დიზაინის შეცვლა ისე, რომ მათი დამუშავება არსებული ხელსაწყოებით ადვილი არ იყოს, რაც ართულებს ტექნიკურ მომსახურებას. ეს შეიძლება იყოს განზრახ შემუშავებული მოძველება, ინვესტიციების შეწყვეტა ან სტანდარტების განახლება/ჩანაცვლება. მაგალითად, სერიული პორტები, პარალელური პორტები და PS/2 პორტები 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ახალ PC დედაპლატებზე ძირითადად USB-ით ჩანაცვლდა.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! ეს ასევე ხდება კოქლეარული იმპლანტების შემთხვევაში.[35]
დაპროგრამებული მოძველება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთ შემთხვევაში, შეტყობინება შეიძლება შერწყმული იყოს ფუნქციური პროდუქტის განზრახ ხელოვნურ გათიშვასთან, რათა მან მუშაობა შეწყვიტოს, რაც მყიდველს აიძულებს, ახალი პროდუქტი შეიძინოს. მაგალითად, ჭავლური პრინტერების მწარმოებლები სმარტ ჩიპებს იყენებენ თავიანთ მელნის კარტრიჯებში, რათა თავიდან აიცილონ მათი გამოყენება გარკვეული ზღვრის (გვერდების რაოდენობა, დრო და ა.შ.) გადალახვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კარტრიჯი შეიძლება კვლავ შეიცავდეს გამოსაყენებელ მელანს ან შესაძლებელი იყოს მისი შევსება (კარტრიჯები ხშირად 50 პროცენტამდე სავსეა).[36] ეს წარმოადგენს „დაპროგრამებულ მოძველებას“, რადგან არ არსებობს შემთხვევითი კომპონენტი, რომელიც ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.თარგი:Dubious
Jackie Blennis v. HP-ის კოლექტიურ სარჩელში ნათქვამი იყო, რომ HP-მ გარკვეული ჭავლური პრინტერები და კარტრიჯები ისე დააპროექტა, რომ ისინი მუშაობას წყვეტდნენ გაუმჟღავნებელ ვადის გასვლისას, რის შემდეგაც მომხმარებლებს ეკრძალებოდათ ვადაგასულ კარტრიჯში დარჩენილი მელნის გამოყენება. HP-მ ეს ბრალდებები უარყო, მაგრამ დათანხმდა ამ შეტყობინებების გამოყენების შეწყვეტას და გარკვეული ცვლილებების შეტანას თავის ვებსაიტსა და შეფუთვაზე, ასევე დაზარალებული მომხმარებლებისთვის კომპენსაციის სახით 5,000,000 აშშ დოლარამდე კრედიტის შეთავაზებას HP-სგან მომავალი შესყიდვებისთვის.[37][38]
Samsung-ი აწარმოებს ლაზერულ პრინტერებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ შეწყვიტონ მუშაობა გამოსახულების ბარაბნის შეცვლის შესახებ შეტყობინებით. არსებობს რამდენიმე გამოსავალი მომხმარებლებისთვის, რომელიც, მაგალითად, გააორმაგებს პრინტერის სიცოცხლეს, რომელმაც შეწყვიტა მუშაობა გამოსახულების ბარაბნის შეცვლის შეტყობინებით.[39]
2021 წელს Canon-მა გათიშა თავისი Canon Pixma MG6320 მრავალფუნქციური პრინტერების სკანირების ფუნქცია, როდესაც მელნის კარტრიჯი ცარიელი იყო. კოლექტიური სარჩელი შეიტანა დევიდ ლერკრაფტმა და მისმა იურიდიულმა ფირმამ Levi & Korsinsky.[40]
პროგრამული უზრუნველყოფის დეგრადაცია და დაბლოკვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაპროგრამებული მოძველების კიდევ ერთი მაგალითია პროგრამული უზრუნველყოფის ძველი ვერსიების (მაგ., Adobe Flash Player ან YouTube-ის Android აპლიკაცია[41]) განზრახ გამოუსადეგრად ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტექნიკურად, თუმცა არა ეკონომიკურად, კვლავ შეძლებდნენ დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებას.
როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის ძველი ვერსიები შეიცავს დაუცველ უსაფრთხოების ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან, მაგალითად, საბანკო და გადახდის აპლიკაციებს, განზრახ დაბლოკვა შეიძლება იყოს პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლის რისკზე დაფუძნებული პასუხი, რათა თავიდან აიცილოს მავნე პროგრამების გავრცელება ამ ძველ ვერსიებში მომხმარებლების განახლების იძულებით. სხვა შემთხვევებში, ეს არ გამორიცხავს „უსაფრთხოების მიზეზების“ შიშით მანიპულირებისთვის გამოყენების შესაძლებლობას, რითაც მომხმარებელს აიძულებენ განახლებას. თუმცა, რადგან ზოგიერთ მოწყობილობას, მიუხედავად შესაბამისი აპარატურის ქონისა, შეიძლება არ შეეძლოს უახლესი განახლების მხარდაჭერა მოდიფიკაციების, როგორიცაა მორგებული firmware-ის გარეშე, ამან შეიძლება სერიოზული უხერხულობა და ზედმეტი სტრესი შეუქმნას მომხმარებელს. გარდა ამისა, ახალ ვერსიებზე განახლებებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ამოღებული ფუნქციები,[41] სავალდებულო ცვლილებები,[42] ან უკუთავსებადობის ხარვეზები, რომლებიც შეიძლება არასასურველი იყოს მომხმარებლებისთვის.
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები ზოგჯერ განზრახ წყვეტენ ძველი ტექნოლოგიების მხარდაჭერას, როგორც გათვლილ მცდელობას, აიძულონ მომხმარებლები, შეიძინონ ახალი პროდუქტები მოძველებულის ჩასანაცვლებლად.[43]თარგი:Better citation needed დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფის უმეტესობა საბოლოოდ მიაღწევს სიცოცხლის ციკლის დასასრულს, როდესაც მომწოდებელი შეწყვეტს განახლებებსა და მხარდაჭერას, როგორც წესი, იმიტომ, რომ კოდის შენარჩუნების, ტესტირებისა და მხარდაჭერის ღირებულება აღემატება ძველი ვერსიიდან მიღებულ შემოსავალს. რადგან უფასო და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და შენარჩუნება, როგორც წესი, უფრო დაბალი დანახარჯებითაა შესაძლებელი, სიცოცხლის დასასრულის თარიღი შეიძლება გაცილებით გვიან იყოს და მესამე მხარის აუთსორსინგისა და განტოტების (forking) საშუალებით გაგრძელდეს.[44] პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მხარდაჭერასაც მწარმოებელი წყვეტს, ზოგჯერ Abandonware-ად მოიხსენიება.
სამართლებრივი მოძველება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამართლებრივი მოძველება გულისხმობს პროდუქტის გამოყენებადობის შეზღუდვას კანონმდებლობის მეშვეობით, ასევე ახალი პროდუქტის შეძენის ხელშეწყობას განახლებისთვის შეღავათების შეთავაზებით.
ცნობილია, რომ შეერთებული შტატების მანქანების შეღავათიანი ჩანაცვლების სისტემამ (პოპულარულად ცნობილი როგორც Cash for Clunkers) შესთავაზა სამთავრობო სუბსიდიები, რათა წაეხალისებინა მოქალაქეები, გადასულიყვნენ უფრო ახალ, საწვავის მხრივ უფრო ეკონომიურ მანქანებზე ძველის ჩაბარებისას, რათა სტიმული მიეცა ეკონომიკური ზრდისთვის 2008 წლის ფინანსური კრიზისის, დიდი რეცესიისა და მასთან დაკავშირებული 2008–2010 წლების საავტომობილო ინდუსტრიის კრიზისის დროს და მის შემდეგ.
რამდენიმე ქალაქმა, როგორიცაა ლონდონი, ბერლინი, პარიზი, ანტვერპენი და ბრიუსელი, შემოიღო დაბალი ემისიების ზონები (LEZ), რომლებიც კრძალავენ ძველ დიზელის მანქანებს. ბევრმა ევროპულმა ქალაქმა კიდევ უფრო შორს წავიდა და აკრძალა ყველა გამონაბოლქვის მქონე მანქანა ქალაქის ცენტრებში და ამის ნაცვლად ეყრდნობა ფეხით სიარულს, კვადროციკლებს ან ელექტროველოსიპედებს.[45]
კანონები და რეგულაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დააწესა ჯარიმა 300,000 ევრომდე და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც გეგმავენ თავიანთი პროდუქტების მწყობრიდან გამოსვლას.[46] ეს წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაწესებული სანქციების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ აღიარა დაგეგმილი მოძველების არსებობა.[47] ეს ტექნიკა შეიძლება მოიცავდეს „ხარვეზის, სისუსტის, დაგეგმილი გაჩერების, ტექნიკური შეზღუდვის, შეუთავსებლობის ან შეკეთების სხვა დაბრკოლებების განზრახ შემოღებას“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !
2015 წელს, ევროკავშირში დაგეგმილი მოძველების წინააღმდეგ უფრო ფართო მოძრაობის ფარგლებში, საფრანგეთმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც მოითხოვს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა და მოვაჭრეებმა გამოაცხადონ პროდუქტის დანიშნულებისამებრ მომსახურების ვადა და აცნობონ მყიდველებს, თუ რამდენ ხანს იწარმოება მოცემული პროდუქტის სათადარიგო ნაწილები. 2016 წლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლები ვალდებულნი არიან, შეაკეთონ ან შეცვალონ ნებისმიერი დეფექტური პროდუქტი უფასოდ, მისი თავდაპირველი შეძენის დღიდან ორი წლის განმავლობაში. ეს ფაქტობრივად ქმნის სავალდებულო ორწლიან გარანტიას.[48]
ევროკავშირი ასევე ებრძვის ამ პრაქტიკას. ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC), ევროკავშირის საკონსულტაციო ორგანომ,[49] 2013 წელს განაცხადა, რომ იკვლევდა „დაგეგმილი მოძველების სრული აკრძალვის“ საკითხს. მისი თქმით, იმ პროდუქტების შეცვლა, რომლებიც შეძენიდან ორ-სამ წელიწადში მუშაობის შეწყვეტისთვისაა შექმნილი, ენერგიისა და რესურსების ფლანგვაა და დაბინძურებას იწვევს.[50] EESC-მ 2014 წელს მადრიდში მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე „საუკეთესო პრაქტიკა ჩაშენებული მოძველებისა და თანამშრომლობითი მოხმარების სფეროში“, სადაც მოითხოვა, რომ მდგრადი მოხმარება ევროკავშირის კანონმდებლობაში მომხმარებლის უფლება გამხდარიყო.[51] 2023 წელს ევროკავშირმა მხარი დაუჭირა დირექტივას დაგეგმილი მოძველების აკრძალვის შესახებ.[52] 2024 წელს ევროკავშირის საბჭომ დააზუსტა საცალო მოვაჭრეების პასუხისმგებლობა ინფორმაციის, არასაჭირო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებისა და სათადარიგო ნაწილების ორიგინალი მწარმოებლისგან შეძენის გაუმართლებელი ვალდებულების შესახებ.[53]
ჩრდილოეთ ამერიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის ივნისში კვებეკის იუსტიციის მინისტრმა წარადგინა კანონპროექტი 29: კანონი მომხმარებელთა დაგეგმილი მოძველებისგან დაცვისა და საქონლის გამძლეობის, შეკეთებადობისა და შენარჩუნების ხელშეწყობის შესახებ, რომელიც მომხმარებელთა დაცვის აქტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა.[54] კვებეკმა ეს კანონპროექტი 2023 წლის ოქტომბერში მიიღო, რითაც აიკრძალა ისეთი პროდუქტის შექმნა ან გაყიდვა, რომელსაც აქვს დაგეგმილი მოძველება ნებისმიერი ტექნიკის გამოყენებით, რომელიც შეამცირებს მის ნორმალურ საექსპლუატაციო ვადას.[55][56]
აშშ-ში დაგეგმილი მოძველების პრობლემა შეკეთების უფლების კანონებით რეგულირდება, რომლებიც რამდენიმე შტატმა მიიღო,[57] მათ შორის კალიფორნიამ, მინესოტამ, ნიუ-იორკმა და კოლორადომ.[58] ეს საკითხი ძირითადად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პრობლემად განიხილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრონიკა და პროგრამული უზრუნველყოფა.[59]
კრიტიკა და მხარდაჭერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩანაცვლების ციკლის შემცირებას ჰყავს კრიტიკოსები და მხარდამჭერები. ფილიპ კოტლერი ამტკიცებს, რომ: „ბევრი რამ, რასაც დაგეგმილ მოძველებას უწოდებენ, არის კონკურენტული და ტექნოლოგიური ძალების მოქმედება თავისუფალ საზოგადოებაში — ძალები, რომლებსაც მივყავართ მუდმივად გაუმჯობესებული საქონლისა და მომსახურებისკენ.“[60]
კრიტიკოსები, როგორიცაა ვენს პაკარდი, ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი მფლანგველურია და ექსპლუატაციას უწევს მომხმარებლებს. ფსიქოლოგიური მოძველების შემთხვევაში, რესურსები იხარჯება ცვლილებების, ხშირად კოსმეტიკური ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებსაც დიდი ღირებულება არ გააჩნიათ მომხმარებლისთვის. მაილს პარკი მხარს უჭერს ახალ და თანამშრომლობით მიდგომებს დიზაინერსა და მყიდველს შორის, რათა დაუპირისპირდნენ მოძველებას სწრაფად ცვალებად სექტორებში, როგორიცაა პირადი მოხმარების ელექტრონიკა.[61] ზოგიერთმა ადამიანმა, მაგალითად, რონი ბალკენმა, შემოგვთავაზა ახალი ეტიკეტის შექმნა, რათა დაუპირისპირდეს პროდუქციის ხარისხის შემცირებას დაგეგმილი მოძველების ტექნიკის გამო.[36]
გარემოსდაცვითი სამართლის ინსტიტუტი წერს, რომ დაგეგმილი მოძველება „ხელს უწყობს ფლანგვის კულტურას, მენტალიტეტის „იყიდე ახალი და იყიდე ხშირად“ გამუდმებით გამყარებით და მომხმარებლის ავტონომიის შეზღუდვით, რომ პროდუქტები უფრო დიდხანს შეინარჩუნონ, პროდუქტებში „თვითგანადგურების“ ღილაკის ჩაშენებით.“[62]
მაიკლ ბრაუნგარტი და უილიამ მაკდონა წიგნში Cradle to Cradle: Remaking the Way We Make Things წერენ, რომ დაგეგმილი მოძველების ან „აკვნიდან სამარემდე“ წარმოების მოდელის ზრდა „ინდუსტრიული რევოლუციიდან იწყება და მის მიერ გამოყენებული მასალების 90 პროცენტამდე ნარჩენად აქცევს, რომელთა დიდი ნაწილი ტოქსიკურია.“[63] ბრაუნგარტი და მაკდონა აცხადებენ, რომ ამ „აკვნიდან სამარემდე“ ციკლის გამო, ხშირად უფრო იაფია თუნდაც ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკის ახალი ვერსიის ყიდვა, ვიდრე ვინმეს პოვნა ორიგინალური ნივთის შესაკეთებლად. ისინი დაგეგმილ მოძველებას აღწერენ, როგორც „ჩაშენებულ მოძველებას“, რათა პროდუქტმა იმუშაოს მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა მომხმარებელს მისცენ საშუალება და წაახალისონ, თავიდან მოიცილოს ნივთი და იყიდოს ახალი მოდელი.
აკადემიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რასელ ჯეიკობი, რომელიც 1970-იან წლებში წერდა, აღნიშნავდა, რომ ინტელექტუალური წარმოება დაემორჩილა იმავე დაგეგმილი მოძველების მოდელს, რომელსაც საწარმოო კომპანიები იყენებდნენ თავიანთი პროდუქტებისადმი მუდმივად განახლებული მოთხოვნის შესაქმნელად.
„დაგეგმილი მოძველების გამოყენება თავად აზროვნების მიმართ ისეთივე ღირსებისაა, როგორც მისი გამოყენება სამომხმარებლო საქონლისადმი; ახალი არა მხოლოდ უფრო უხარისხოა, ვიდრე ძველი, არამედ ის კვებავს მოძველებულ სოციალურ სისტემას, რომელიც თავს არიდებს მის ჩანაცვლებას იმ ილუზიის შექმნით, რომ ის მუდმივად ახალია.[64]“ |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bulow, Jeremy (November 1986). „An Economic Theory of Planned Obsolescence“ (PDF). The Quarterly Journal of Economics. Oxford University Press. 101 (4): 729–749. doi:10.2307/1884176. JSTOR 1884176. S2CID 154545959. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2020-07-19.
- ↑ Bidgoli, Hossein (2010) The Handbook of Technology Management, Supply Chain Management, Marketing and Advertising, and Global Management. Wiley, გვ. 296. ISBN 978-0470249482.
- ↑ Giles Slade (2006), "Made to Break: Technology and Obsolescence in America", Harvard University Press, p5.
- 1 2 3 Orbach, Barak (2004). „The Durapolist Puzzle: Monopoly Power in Durable-Goods Market“. Yale Journal on Regulation. 21: 67–118. SSRN 496175.
- ↑ Bulow, Jeremy (1 November 1986). „An Economic Theory of Planned Obsolescence“. The Quarterly Journal of Economics. 101 (4): 729–750. doi:10.2307/1884176. hdl:10419/262438. ISSN 0033-5533. JSTOR 1884176.
- ↑ Hadhazy, Adam. Here's the truth about the 'planned obsolescence' of tech. ციტირების თარიღი: 2018-07-13
- ↑ Dickinson, Torry D.; Schaeffer, Robert K. (2001) Fast Forward: Work, Gender, and Protest in a Changing World. Rowman & Littlefield, გვ. 55–6. ISBN 978-0-7425-0895-8.
- ↑ Annual model change was the result of affluence, technology, advertising (September 14, 2008). ციტირების თარიღი: May 14, 2023
- ↑ Babaian, Sharon (1998). The Most Benevolent Machine: A Historical Assessment of Cycles in Canada. Ottawa: National Museum of Science and Technology, გვ. 97. ISBN 978-0-660-91670-5.
- ↑ Grattan, Laura (6 January 2016) Populism's Power: Radical Grassroots Democracy in America. Oxford University Press. ISBN 9780190277659.
- ↑ Bernard London's pamphlet.
- ↑ Adamson, Glen (June 2003). Industrial Strength Design: How Brooks Stevens Shaped Your World. MIT Press. ISBN 978-0-262-01207-2.
- ↑ (1959-08-03) LIFE (en). Time Inc.
- ↑ „Life Expectancy of a Smartphone“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2017. ციტირების თარიღი: 2017-05-27.
- ↑ Bug from software update is causing serious issues with the Galaxy S20 series displays (15 April 2022).
- ↑ 'Not fair': Woman says she was quoted $400 by Samsung to repair phone with green line after updating software (1 March 2023).
- ↑ Samsung Galaxy S20+ Display Suddenly Starts Showing Vertical Lines, Some Users in India Complain (15 April 2022).
- 1 2 L'obsolescence programmée par Apple expliquée (pour les nuls et plus) fr-FR (2 January 2018).
- ↑ Apple sued for slow iPhone planned-obsolescence in France (28 December 2017).
- ↑ Принудительное замедление старых iPhone повышает шансы на принятие законодательства о праве на ремонт ru (December 22, 2017). ციტატა: „Тем более что цикл выпуска новых моделей как раз предусматривает, что новая модель выходит на рынок именно тогда, когда на старой модели начинают садиться аккумулятор, а сейчас ещё и замедляется процессор. Всё как будто случайно складывается в пользу покупки новой модели. Эта история должна стать хорошим примером при объяснении пользователям, почему так важна работа независимых мастерских по ремонту фирменной техники, даже если сама фирма против.“
- ↑ End of the line for stuff that's built to die? დაარქივებული October 23, 2016, საიტზე Wayback Machine. . The Guardian. March 2015
- ↑ muligheder, dk Mads Nyvold fortæller om klodens klima-og ressourcekrise ved at undersøge det turbulente felt mellem realpolitiske; artiklen, geopolitiske magtbalancer og visionære løsninger Del. Nej, det er ikke en konspirationsteori. Nogle produkter er bare designet til at gå i stykker før tid da (22 March 2017).
- ↑ Statt, Nick. (December 8, 2015) What happened to Apple design?.
- ↑ Parlette, Alexis. Does planned obsolescence feed the fear that our devices will be out of date? (February 15, 2024).
- ↑ Batteries: deal on new EU rules for design, production and waste treatment. News European Parliament. European Parliament (2022-12-09). ციტირების თარიღი: 2022-12-11
- ↑ „Neue EU-Regeln: Jeder soll Handy-Akkus selbst tauschen können“ [New EU rules: Everyone should be able to replace smartphone batteries themselves]. Wirtschaft. Der Spiegel (გერმანული). 2022-12-09. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-11. ციტირების თარიღი: 2022-12-11.
- ↑ Schrieberg, David. Landmark French Lawsuit Attacks Epson, HP, Canon And Brother For 'Planned Obsolescence' en.
- ↑ Foresman, Chris. (January 20, 2011) Apple "screwing" new iPhones out of simple DIY repair. Ars Technica. ციტირების თარიღი: January 28, 2012
- ↑ Hein, Buster. (2016-02-09) Everything you need to know about iOS' crippling 'Error 53' en-us. ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Cooper, Daniel R.; Skelton, Alexandra C. H.; Moynihan, Muiris C.; Allwood, Julian M. (2014-03-01). „Component level strategies for exploiting the lifespan of steel in products“. Resources, Conservation and Recycling. 84: 24–34. Bibcode:2014RCR....84...24C. doi:10.1016/j.resconrec.2013.11.014.
- ↑ Bosch spare parts online shop.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Sprzęt Gospodarstwa Domowego. ციტირების თარიღი: 2025-07-13
- ↑ Home appliances—Blender rod MSM88190.
- ↑ Wiens, Kyle. „The Shady World of Repair Manuals: Copyrighting for Planned Obsolescence“. Wired. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 27, 2014.
- ↑ https://www.sapiens.org/culture/planned-obsolescence-cochlear-implants/
- 1 2 RTBF documentary "L'obsolescence programmée" by Xavier Vanbuggenhout
- ↑ HP Inkjet Printer Settlement.
- ↑ DiClerico, Daniel (November 17, 2010). „HP inkjet printer lawsuit reaches $5 million settlement“. consumerreports.org (ინგლისური).
- ↑ Samsung CLP-365w Laser Printer DIY Imaging Drum Unit Reset. ციტირების თარიღი: 2016-10-12
- ↑ Vaughan-Nichols, Steven J.. (October 19, 2021) No ink, no scan: Canon USA printers hit with class-action suit. ციტირების თარიღი: October 24, 2021
- 1 2 neverMind9. (May 26, 2018) applications—YouTube update enforcement bypass? +Reasons why the old YouTube app is superior.თარგი:User-generated source
- ↑ Behavior changes: all apps.
- ↑ „Idea: Planned obsolescence“. The Economist. March 25, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 15, 2011. ციტირების თარიღი: May 29, 2011.
- ↑ Cassia, Fernando. (March 28, 2007) Open Source, the only weapon against 'planned obsolescence'. The Inquirer. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 20, 2011. ციტირების თარიღი: August 2, 2012
- ↑ „Current and future situation of obsolescence in the automotive industry“. The Economist. March 25, 2009.
- ↑ Bates-Prince, James. Interview: The True Story of France's Fight against Planned obsolescence. Buy Me Once.
- ↑ Cissé, Sonia; Metcalf, Caitlin Potratz; Fisher, Adrian; de Meersman, Guillaume; Didizian, Marly. In the Crosshairs: Planned Obsolescence (31 March 2020).
- ↑ Drew Prindle. New French law tells consumers how long new appliances will last დაარქივებული February 1, 2016, საიტზე Wayback Machine. . Digitaltrends. March 3, 2015
- ↑ European Economic and Social Committee. retrieved June 7, 2016 from About (January 2, 2010). ციტირების თარიღი: 2016-06-07
- ↑ The EESC calls for a total ban on planned obsolescence. (2013, October 17). Retrieved June 7, 2016, from Press releases. ციტირების თარიღი: 2016-06-07
- ↑ New attitudes towards consumption: Best practices in the domain of built-in obsolescence and collaborative consumption. (2014, June 25). Retrieved June 7, 2016, from Events. ციტირების თარიღი: 2016-06-07
- ↑ Environmental Analyst website, EU law will ensure product durability’, article dated May 17, 2023
- ↑ Skadden website, Fighting Early Obsolescence: New EU Directive Extends Liability Risks, article by Bernd R. Mayer, Michael Albrecht vom Kolke and Sarah Johnen dated March 27, 2024
- ↑ Lexology website, Government proposes changes to Consumer Protection Act to ban planned obsolescence, article dated June 21, 2023
- ↑ Blakes website, Built to Last? Quebec's Bill 29 Shakes Up Consumer Protection Landscape, article by Marie-Hélène Constantin, Céline Poitras and John Lenz dated October 6, 2023
- ↑ Torys Counsel website, Bill 29: Québec adopts measures against planned obsolescence, article by Matthew Angelus et al, dated October 11, 2023
- ↑ California Legislative Information SB-244 Right to Repair Act (2023-2024)
- ↑ KCRW Radio website, Right to Repair Act: Apple is shifting its stance on sustainability, article by Amy Ta and Sara Schiff dated October 11, 2023
- ↑ World Intellectual Property Organisation website, The Right to Repair: Recent Developments in the USA, article by Irene Calboli dated August 2023
- ↑ „Planned obsolescence“. The Economist. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 7, 2013. ციტირების თარიღი: 8 February 2014.
- ↑ Park, M. (2010). "Defying Obsolescence." In Cooper T (ed) Longer Lasting Products: Alternatives to the Throwaway Society. Gower, Farnham, UK".
- ↑ Akpan, Azi. Smart Tech, Dumb Design: Planned Obsolescence and Social Responsibility. Environmental Law Institute.
- ↑ McDonough, William; Braungart, Michael (2010). Cradle to Cradle: Remaking the Way We Make Things.. United States: Farrar, Straus and Giroux.
- ↑ Russell Jacoby, Social Amnesia (1975), p. xvii.
დამატებითი ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- ბერნარდ ლონდონი. (1932)დეპრესიის დასრულება დაგეგმილი მოძველების გზით.
- ნილ მეიკროფტი. (2009)მოხმარება, დაგეგმილი მოძველება და ნარჩენები. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2019. ციტირების თარიღი: November 4, 2019
- ტაივო კ. ალადეოჯები (Jun 2013). „დაგეგმილი მოძველება“ (PDF). International Journal of Scientific & Engineering Research. 4 (6): 1504–1508.