გუსტავ ლანსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუსტავ ლანსონი (დ. 5 აგვისტო, 1857, ორლეანი — გ. 15 დეკემბერი, 1934) — ფრანგი ლიტერატურათმცოდნე. მისი მთავარი შრომაა „ფრანგული ლიტერატურის ისტორია“ (1894) და მისი დამატება „ახალი ფრანგული ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული სახელმძღვანელო“ (ტ. 1-4, 1909-1912). ავტორია მონოგრაფიებისა: „კომპოზიციისა და სტილის პრინციპები“ (1887), „ნიველ დე ლა შოსე“ (1887), „ბუალო“ (1892), „კორნელი“ (1898), „ვოლტერი“ (1906). ლიტერატურის ისტორიის მეთოდი“ (1910), „ფრანგული ტრაგედიის ისტორიის ნარკვევი“ (1920). უმთავრესად მიყვებოდა კულტურულ-ისტორიული სკოლის ტრადიციებს, იყენებდა ფ. ბრიუნეტიერის, ი. ტენის, შ.ო. სენტ-ბევის მეთოდებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]