გურჯუსტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„გურჯუსტანი“ (აზერ. Gürcüstan, „საქართველო“) — ყოველკვირეული დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი აზერბაიჯანულ ენაზე. დაარსდა 1921 წელს თბილისში. სხვადასხვა დროს ერქვა: „იენი ფიქირი“ („ახალი აზრი“, 1922), „იენი ქენთი“ („ახალი სოფელი“, 1927–38), „სოვეტ გურჯუსტანი“ (1938-1990). 1946–1960 წლებში გაზეთი არ გამოდიოდა. საბჭოთა პერიოდში იყო პარტიული და სახელმწიფო ბეჭდვითი ორგანო. 1990 წლიდან ჰქვია „გურჯუსტანი“. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ: მ. ნასირი, მ. მურადოვი, ყ. ყულიევი, მ. რასულ-ზადე, ჰ. საბრი, მ. ჰუსეინოვი, თ. ჯაფარლი, სულეიმან სულეიმანოვი (1972-2014[1]). გაზეთი აშუქებს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, ეკონომიკის, კულტურის და სხვა საკითხებს. რედაქცია დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ (სსრკ, 1972) და ღირსების (საქართველო, 1997[2]).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. განცხადება[მკვდარი ბმული], საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 30 ივნისი, 2014.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №588, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. 18 ოქტომბერი, 1997.