გურამ ასათიანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ ასათიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
წინა სახელები ფარკოფელის შესახვევი, ივანე სტურუას ქუჩა

გურამ ასათიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); კისისხევის ქუჩიდან გურამ ასათიანის II შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს, თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ფარკოფელის შესახვევი, 20-იან წლებში ქუჩა გახდა. 1958 წელს — ივანე სტურუას, 2003 წელს გურამ ასათიანის სახელი ეწოდა, აქვს 2 შესახვევი (I შესახვევი — ყოფილი ფარკოფელის შესახვევი). თბილისის 1934 წლის გეგმაზე ქუჩის მონაკვეთი, გურამ ასათიანის I შესახვევიდან II შესახვევამდე, დატანილია როგორც ფარკოფელის გასასვლელი.

გურამ ასათიანის I შესახვევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ ასათიანის I შესახვევი — შესახვევი ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი). მიხეილ მესხის ქუჩიდან ძმობის ჩიხამდე.

გურამ ასათიანის II შესახვევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ ასათიანის II შესახვევი — შესახვევი ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი). მიხეილ მესხის ქუჩიდან ომარკელაპტრიშვილის შესახვევამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]