გულისრევა (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გულისრევა (ფრანგ. La Nausée, თავდაპირველი სახელწოდება - მელანქოლია) — ჟან-პოლ სარტრის ფილოსოფიური და ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული სადებიუტო რომანი[1], რომელიც 1938 წელს გამოქვეყნდა. მწერალმა ყველაზე მეტად სახელი ამ ნაწარმოებით გაითქვა. ავტორის აზრით, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი იყო[2].

ნაწარმოები ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ კანონიკურ ნაშრომად ითვლება.[3]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტუან როკანტენი, 35 წლის დაუოჯახებელი მამაკაცი, მარტო ცხოვრობს ბუვილში, გამოგონილ ქალაქში, რომელიც ჰავრს მოგვაგონებს. იგი მუშაობს XVIII საუკუნის არისტოკრატის მარკიზ დე როლბონის ბიოგრაფიის კვლევაზე - მას შემდეგ, რაც მიატოვა სამუშაო ინდოჩინეთში, მოგზაურობებისგან და თავგადასავლებისგან დაღლილმა. გაცნობიერების პროცესი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი აზრთაგანია სარტრის წიგნში. როკანტენი წერს დღიურს და სწორედ მისი ტექსტით იქმნება რომანი, რომელიც პირველ პირშია დაწერილი. იგი თანდათანობით გაიაზრებს, რომ ჩვეულებრივი სადნებისადმი მისი დამოკიდებულება შეიცვალა და თავის თავს ეკითხება, რაში მდგომარეობს ეს ცვლილება. ყველაფერი უსიამოვნო ეჩვენება და ხშირად ეუფლება გულისრევის შეგრძნება და მხოლოდ ზიზღს გრძნობს.

მას აღარავინ უყვარს, ბიბლიოთეკაში „შეხვედრის“ მიუხედავად თვითნასწავლთან, რომელსაც ესაუბრება თავისი ინდივიდუალიზმის ჰუმანიზმთან დაპირისპირებით. როკანტენი გრძნობს, რომ შორდება ყველაფერს, რაც მის გარშემოა. როკანტენისთვის აუტანელი ხდება ბუვილის ბურჟუაზია, ისევე როგორც მარკიზი დე როლბონი, რომელიც უინტერესო გახდა მისთვის, რადგანაც „ისტორია მხოლოდ ადრე არსებულზე საუბრობს, და ამჟამად არსებული ვერასოდეს გაამართლებს სხვა არსებულის არსებობას.“ იგი აგრეთვე წყვეტს თავის წიგნზე მუშაობას. თავისი წიგნის ერთ-ერთ ყველაზე ფილოსოფიურ პასაჟში, იგი აღწერს იმას, თუ როგორ აცნობიერებს არსებობას, იმას, რომ არსებობს ისევე, როგორც ყველაფერი რაც მის გარშემოა. მისი ახალი ხედვები მთლიანად ცვლის მის ყოფნას. მას სატრფო, ანი ტოვებს და იგი სრულიად მარტო რჩება, აღარაფრისთვის და აღარავისთვის აღარ არსებობს. მას მხოლოდ წარმოსახვა ეხმარება იმაში, რომ მოწყდეს გულისრევას და რომანის წერას, ეხმარება არსებობის მიღებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jean-Paul Sartre - Biography. Nobelprize.org. Nobel Media AB. წაკითხვის თარიღი: 29 Dec 2010.
  2. Charlesworth, Max (1976). The Existentialists and Jean-Paul Sartre. University of Queensland Press, გვ. 154. ISBN 0-7022-1150-8. „"I would like them to remember Nausea, one or two plays, No Exit and The Devil and the Good Lord, and then my two philosophical works, more particularly the second one, Critique of Dialectical Reason. Then my essay on Genet, Saint Genet.... If these are remembered, that would be quite an achievement, and I don't ask for more."“ 
  3. Crowell, Steven, "Existentialism", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2010 Edition), Edward N. Zalta (ed.), http://plato.stanford.edu/archives/win2010/entries/existentialism/. Retrieved April 22, 2012. "Existentialism was as much a literary phenomenon as a philosophical one. Sartre's own ideas were and are better known through his fictional works (such as Nausea and No Exit) than through his more purely philosophical ones (such as Being and Nothingness and Critique of Dialectical Reason..."