გულაგის ისტორიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გულაგის ისტორიის მუზეუმი
Экспозиция Музея истории ГУЛАГа.jpeg
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 2001
დამაარსებლები ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
დირექტორი რომან რომანოვი
ვებსაიტი ოფიციალური ვებგვერდი

გულაგის ისტორიის მუზეუმი (რუს. Музей истории ГУЛАГа) — მუზეუმი მოსკოვში. მოსკოვის კულტურის სახელმწიფო განყოფილება. მუზეუმი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: მოსკოვი, სამოტეჩნის შესახვევი № 9.ნ

გაიხსნა 2001 წელს ანტონ ანტონოვ-ოვსეენკოს ინიაციატივით და მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მხარდაჭერით. 2015 წელს მუზეუმი გადავიდა ახალ შენობაში, თავისი ფართობი გაზარდა 4-ჯერ. თავისი მისიის მიხედვით მუზეუმი მიეკუთვნება მემორიალური მუზეუმების რიგს, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ტკივილიან წარსულს შეეხება.

მუზეუმის ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შემქმნელი და ხელმძღვანელი იყო ანტონ ვლადიმერის ძე ანტონოვ-ოვსეენკო (1920-2013 წწ.), ცნობილი რევოლუციონერის ვლადიმერ ანტონოვ-ოვსეენკოს შვილი, რომელიც დახვრიტეს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით.

ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო გულაგის ბანაკიდან დაბრუნდა როგორც ხალხის მტრის შვილი. 2012 წლიდან მუზეუმის დირექტორია რომან ვლადიმერის ძე რომანოვი.

მუზეუმის ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულაგის ისტორიის მუზეუმის ფასადი

გულაგის, როგორც 1930-1950-იან წლებში არსებული შრომა-გასწორების კოლონიის სისტემის ისტორია აქამდე არ ყოფილა წარმოდგენილი მუზეუმის სახით, სწორედ ამიტომ რუსეთის მუზეუმებს შორის გულაგის მუზეუმს ანალოგი არ ყავს.

მუზეუმის ნივთებს შორისაა საარქივო დოკუმენტები, წერილები, პირადი ნივთების კოლექცია, რომლებიც ეკუთვნოდა გულაგის პატიმრებს. გულაგის ისტორიის მუზეუმში ინახება პატიმრების ნაქარგები, პატიმრების ტანსაცმელი, იარაღები, ბანაკის ჭურჭელი, ასევე ტყვიები, ჭურვები, რომლებიც ნაპოვნია მასობრივი დახვრეტის ადგილებში.

უთავრესი ექსპონატია გულაგის რუკა, როელზეც აღნიშნულია ყველა მსხვილი ბანაკი. რუკა საშუალებას გაძლევთ წარმოიდგინოთ სსრკ-ის რეპრესირების მასშტაბი. სტენდებზე წარმოდგენილია დოკუმენტები,, რომლებიც მოგვითხრობს წითელი ტერორის საწყისი პერიოდისა და საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის შესახებ. აქვეა დაცული დოკუმენტები ვოლგისპირეთში გადასახლებული გერმანელების შესახებ.

მუზეუმის ექსპონატებს შორისაა ბანაკის მსხვერპლთა ვიდეო ინტერვიუები. გარდა ამისა მუზეუმი მოგვითხრობს ისეთი ცნობილი ადამიანების ბედზე, როგორიცაა ალექსანდრე სოლჟენიცინი, გიორგი ჟენოვი, ვარლამ შალამოვი, ეფროსინია კერსნოვსკაია, ანდრეი ტუპოლოვი, დიმიტრი ლიხაჩევი, ლიდია რუსლანოვა, ნიკოლაი ანციფეროვი და სხვა.

2015 წლიდან გულაგის ისტორიის მუზეუმში მუშაობს სოციალურ-მოხალისეობრივი ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]