შინაარსზე გადასვლა

გუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდა — ოთხში ამოღებული თხის, ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული პარკი, ჩვეულებრივ ზურგზე ან მხარზე გადასაკიდებელი. თხის ტყავის გუდას შიგნიდან კუპრავდნენ და საღვინედ იყენებდნენ. მას „კუპრი“, „კუპრიელი“, „ტიკი“ (ძვ. „თხიერი“) ერქვა. გუდით გადაჰქონდათ აგრეთვე წყალი, ზეთი, თაფლი, ტკბილი და სხვა. ცხვრის ტყავის გუდას ყველის (გუდის ყველი) გამოსაყვანად და შესანახად იყენებდნენ. გურია-სამეგრელოში „გუდა“ ღვინის საგადასახადო ერთეულიც იყო.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გუდა&oldid=4654281“-დან