შინაარსზე გადასვლა

გუანჯოუს მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუანჯოუს მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანაჩინეთის დროშა ჩინეთი
ქალაქიგუანჯოუ
გახსნის თარიღი1999
ხაზის სიგრძე116 კმ.
სადგურთა რაოდენობა60
ხაზთა რაოდენობა4
მგზავრები დღეში1.8 მლნ.
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

გუანჯოუს მეტროპოლიტენი (ჩინ.: 广州地铁) — მეტროპოლიტენის სისტემა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში. გაიხსნა 1999 წელს და წარმოადგენს ჩინეთის მე-4 მეტროს. 2008 წლის მონაცემებით შედგება 4 ხაზზე არსებული 60 სადგურისგან. საერთო სიგრძე — 116 კმ.-ია. იმართება გუანჯოუს მეტროს კორპორაციის მიერ (Guangzhou Metro Corporation).

გუანჯოუში მეტროპოლიტენის აშენება გადაწყდა 1989 წელს. მშენებლობა დაიწყო 1993 წელს. პირველი ხაზი ამუშავდა 1999 წლის 28 ივნისს. 2002 წელს გაიხსნა მეორე ხაზი, 2005-ში კი — მესამე და მეოთხე ხაზები.

ხაზები და სადგურები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სადგური «ჯუნდა» («სუნ იატსენის უნივერსიტეტი»), ხაზი 2

ხაზები აღინიშნება ნომრებით და ფერებით.

  • ხაზი 1 (ყვითელი): «სილანი» - «გუანჯოუს აღმოსავლეთ სადგური»
  • ხაზი 2 (ლურჯი): «სანიუიანლი» - «ვანშენვეი»
  • ხაზი 3 (ნარინჯისფერი): «გუანჯოუს აღმოსავლეთ სადგური», «ტიანჰეს ავტოსადგური» - «პანიუის მოედანი»
  • ხაზი 4 (მწვანე): «ვანშანვეი» - «ცინჩჟოუ»

მოძრავი შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მონაცემებით 802 ვაგონი მუშაობს: ხაზებზე 1 და 2 — Movia 456 (Bombardier-ისა და Changchun-ის წარმოება), ხაზზე 3 — ერთობლივი ნაწარმი Zhuzhou-სა და Siemens AG-ის, 4-ზე კი — Kawasaki-ის და Sifang-ის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]