გრძნობის ორგანოები და შეგრძნებები
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|გრძნობის ორგანოები და შეგრძნებები}} |
გრძნობის ორგანოები და შეგრძნებები — ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. ადამიანს, ისევე როგორც ცხოველებს, ეს ინფორმაცია იმისათვის სჭირდება, რათა იარსებოს, იმაძრაოს, სხვებთან ურთიერთობა დაამყაროს, საკვები მოიპოვოს და საფრთხეს აერიდოს. შეგრძნებების წყალობით, ადამიანი სიამოვნებასაც იღებს იმისაგან, რაც გარს ახვევია. ადამიანს ხუთი ძირითადი შეგრძნება აქვს: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემოვნება. ამ შეგრძნებებს იგი საგანგებო ორგანოებით აღიქვამს, რომლებიც სხეულის ამა თუ იმ ნაწილშია განლაგებული. გრძნობათა ორგანოები ნერვების მეშვეობით აწვდიან ტვინს ინფორმაციას. ტვინი ამ ინფორმაციას კრებს და გარესამყაროს სურათს ქმნის.
თვალის მეშვეობით ვხედავთ, სად მდებარეობს და როგორია ის საგანი. მისივე მეშვეობით აღვიქვამთ საგნის ფერსა და სიმკვეთრეს. სმენის დახმარებით ერთმანეთთან ურთიერთობას ვახერხებთ და საგნების ადგილმდებარეობას ვაფიქსირებთ. გარდა ამისა, შიგნითა ყური წონასწორობის შენარჩუნობაში გვეხმარება. შეხების მთავარი ორგანი კანია. შეხებით ვხვდებით, როგორი ზედაპირი აქვს ამა თუ იმ საგანს. ყნოსვის ძირითადი ორგანო ცხვირია, გემოვნებისა კი — ენა. გემოვნება და ყნოსვა საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის საჭირო საკვები შევარჩიოთ.
გრძნობის რომელიმე ორგანოს დაზიანების შემთხვევაში, დანარჩენი ორგანოები უფრო ინტენსიურად იწყებს მუშაობას და მის როლს კისრულობს. მაგალითად, უსინათლო ადამიანს სმენა და შეხება უმძაფრდება, რაც ნაწილობრივ უნაზღაურებს დაკარგულ მხედველობას.
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცხოველებს განვითარებული აქვთ სხვადასხვა შეგრძნებები, რომელთა დახმარებით ბუნებრივ გარემოში ცხოვრებას ახერხებენ. ღამურა ისეთი მახვილი სმენის პატრონია, რომ შეუძლია სრულ სიბნელეში იფრინოს და მწერებზე ინადიროს. ამისათვის იგი ულტრაბგერებს გამოსცემს და გარემოდან არეკლილ სიგნალებს იჭერს.