გრძელფრთიანა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| გრძელფრთიანა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Miniopterus schreibersi | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Miniopterus | ||||||||||||
| ||||||||||||
გრძელფრთიანა (Miniopterus), ძუძუმწოვართა გვარი ჩვეულებრივი ღამურისებრთა ოჯახისა. აქვს 40-63 მმ სხეული, 40-67 მმ კუდი, 8-20 გ წონა; ვიწრო და გრძელი ფრთები. ცნობილია 10 სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. გრძელფრთიანები ცხოვრობენ გამოქვაბულებში, ხის ფუღუროებსა და შენობებში კოლონიებად, რომლებიც 20-იდან ათეულ ათასამდე ეგზემპლარისაგან შედგება. იკვებებიან ღამის მწერებით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ, შობენ ერთ ნაშიერს. საქართველოში გვხვდება ერთადერთი სახეობა ჩვეულებრივი გრძელფრთიანა (Miniopterus schreibersi).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 3, გვ. 284, თბ., 1978