გრძელტერფასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრძელტერფასებრნი
Tarsier-GG.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ქვერიგი: Haplorrhini
ოჯახი: გრძელტერფასებრნი
ლათინური სახელი
Tarsiidae

გრძელტერფასებრნი (Tarsiidae), ძუძუმწოვრების ოჯახი პრიმატების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 8,5-16 სმ, კუდისა 13,5-27,5 სმ, წონა — 80-150 გ. აქვთ დიდი და მოძრავი თავი (შეუძლიათ მისი თითქმის 360°-ით შეტრიალება). მოკლე დინგი, დიდი ყურები, ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე დიდი თვალები (ტანთან შედარებით), უკანა კიდურებზე ბევრად უფრო მოკლე წინა კიდურები, წვრილი თითები, რომლებიც მისაწოვარი ბალიშებით ბოლოვდება. გრძელტერფასებრთა სხეული დაფარულია მორუხი ან მუქი ყავისფერი ბალნით, კუდი ტიტველია და ფუნჯით დაბოლოებული. ოჯახში ერთი გავრია, რომელშიც სამი სახეობა შედის. ცნობილი გრძელტერფა - მოჩვენება (Tarsius spectrum). გრძელტერფასებრნი გარდამავალი ფორმები არიან ლემურისებრნსა და უმდაბლეს მაიმუნებს შორის. ცხოვრობენ მალაია არქიპელაგსა და ზონდისა და ფილიპინის კუნძულებზე, ჯუნგლებში. აქტიურობენ ღამით. მაკეობა 6 თვეს გრძელდება. შობენ თვალხილულსა და ბალნით შემოსილ თითო ნაშიერს, რომელიც 20-25 გ-ს იწონის. ტყვეობაში 12 წლამდე ცოცხლობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 3, გვ. 284, თბ., 1978