გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები მუშათა ქუჩა

გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); მიხეილ მესხის ქუჩიდან ბესარიონ ქებურიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში და მუშათა ქუჩა დაერქვა. შეტანილია თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში.[1] 2017 წელს გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის ქუჩა ეწოდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 123, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. „თბილისის ქუჩების ახალი სახელები - რომელ ქუჩებს შეეცვალათ დასახელება“. On.ge. 12 ოქტომბერი, 2017. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)