ნამზღვლევის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გრემისხევის სამაროვანი)
Jump to navigation Jump to search

ნამზღვლევის (გრემისხევის) სამაროვანიძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში სამაროვანი სოფ. გრემისხევის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით 0,5 კმ-ზე, ადგილ ნამზღვლევზე. აღმოჩნდა შემთხვევით, მიწის სამუშაოების შესრულების დროს (14 ორმოსამარხი). მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდზე, ხელფეხმოკეცილად. ჩატანებული ჰქონდათ 2-4 თიხის ჭურჭელი, სამკაული. მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი, ბრინჯაოს ბრტყელი, ქუსლამოღარული ისრისპირი.

მასალა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Цитланадзе Л. Г., Менабде М. А., Исследования в ущелье р. Нареквани, კრ.: Археологичеслие открытия 1975 г., М., 1976;
  • Цитланадзе Л. Г., Кигурадзе Т. В., Мирцхулава Г. И., Апхеологические работы в ущелье реки Нареквани. კრ.:Полевые археологиыеские исследования в 1975 году, Тб., 1978
  • წითლანაძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 308, თბ., 1984