გრეკოვო-ტიმოფეევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეკოვო-ტიმოფეევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
გრეკოვო-ტიმოფეევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
გრეკოვო-ტიმოფეევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა გრეკოვო-ტიმოფეევკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1856-1858

გრეკოვო-ტიმოფეევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ გრეკოვო-ტიმოფეევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[2]. აგებულია 1856-1858 წლებში.

ეკლესიის მისამართი: 346970, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი გრეკოვო-ტიმოფეევკა, სანაპიროს ქუჩა № 4-ა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ეკელსიის შენობა
ეკლესიის გუმბათი შიგნიდან

სოფელი გრეკოვო (რომელსაც მოგვიანებით ეწოდა გრეკოვო-ტიმოფეევკა) დაარსდა 1779 წელს. 1856 წელს დაიწყო ეკლესიის მშენებლობა, რომელიც თითქმის სამი წელი გაგრძელდა. 1858 წელს ეკლესიაში შედგა პირველი ღვთისმსახურება. ეკლესია გახდა, არა მარტო გრეკოვო-ტიმოფეევკის, არამედ მიმდებარე დასახლებების სასულიერო ცენტრი.

ეკლესია ააგეს ძველმოსკოვურ სტილში — თეთრი კედლები, ერთი მაღალი და ოთხი პატარა გუმბათი. არქიტექტურული თვალსაზრისით მსგავსი ეკლესია სამხრეთ რუსეთში სხვა არ მოიძებნება. ეკლესიასთან აგებულია ასევე კელია მღვდლისა და მეფსალმუნისათვის. მოგვიანებით ეკლესიასთან შეიქმნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

1935 წელს ეკლესიის შენობა შიროკოვის სახელობის მალოკირსანოვის სასოფლო საბჭოს კოლმეურნეობამ დაიკავა და გერმანელების მიერ სოფლის ოკუპაციამდე, 1941 წლამდე, მასში განთავსებული იყო ხორბლის საწყობი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიის შენობაში მიმდინარეობდა საეკლესიო მსახურება, რომელიც გაგრძელდა ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდამდე. 1963 წლის მარტიდან ეკლესია აღარ მოქმედებდა და კვლავ ხორბლის საწყობად გამოიყენებოდა.

ღვთისმსახურება ეკლესიაში, რომელიც დღევანდელ დღემდე გრძელდება, დაიწყო 1990-იან წლებში სსრკ-ის დაშლის შემდეგ. 1991 წელს ეკლესიაში დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, გადახურეს, დააგეს იატაკი, მოხატეს კედლები. 2014 წელს ეკლესიაზე დააყენეს ცენტრალური მოოქროვილი გუმბათი, ეკლესიის ეზოში დააგეს ასფალტი, დააყენეს ახალი კარიბჭე და ღობე.[3]

ეკლესიის წინამძღვარია გიორგი სვეტლოვი.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Никольский храм с. Греково-Тимофеевка Матвеево-Курганского района
  2. Храм села Греково-Тимофеевка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-23. ციტირების თარიღი: 2017-04-10.
  3. История прихода
  4. Иерей Светлов Георгий Сергеевич. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-24. ციტირების თარიღი: 2017-04-10.