გრეგარინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეგარინები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Gregarinida

გრეგარინები (ლათ. Gregarinida) — უმარტივესი ცხოველების რიგი სპორიანების კლასისა. პარაზიტობენ უხერხემლო ცხოველების ნაწლავებსა და სხეულის ღრუში. მათი სხეული ან დაუნაწევრებელია, ან 2-3-ნაწევრიანი (დეიტომერიტი, პროტომერიტი, ეპიმერიტი) უჯრედისაგან შედგება. გრეგარინები მოძრაობენ ექტოპლაზმაში განლაგებული ფიბრილების — მიონემების შეკუმშვით. იყოფიან 2 ქვერიგად: შიზოგრეგარინები (ლათ. Schizogregarinida) და ნამდვილი გრეგარინები (ლათ. Eugregarinida). ნამდვილი გრეგარინების სასიცოცხლო ციკლი რთულია: სქესობრივი გამრავლების ფაზაში მყოფი გრეგარინები ანუ გამონტები წყვილდებიან და ე. წ. სიზიგიუმს ქმნიან. თითოეული გამონრის ბირთვი მრავალჯერ იყოფა. წარმოიქმნება გამეტები, ხოლო მათი დაწყვილების შედეგად — ზიგოტები. ზიგოტა გარსით იფარება და გარდაიქმნება ოოცისტად, რომლეშიც გრეგარინების პატარა უჯრედები — სპოროზოიტი ჩნდება. სპოროზოიტები ახალი დასნებოვნების წყაროა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]