გოჭოურის ბრძოლა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
გოჭოურის ბრძოლა 1623, ბრძოლა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანსა და იმერეთის მეფე გიორგი III-ს შორის. ლევან II დადიანის გაძლიერებით უკმაყოფილო იმერეთის მეფე გიორგი III 1623 ოდიშზე სალაშქროდ გაემზადა. ლევან II დადიანმა, რომელსაც აფხაზთა და ჯიქთა ლაშქარიც ახლდა, გიორგი III-ს დაასწრო, იმერეთში შეიჭრა და გოჭოურასთან (ქუთაისის მახლობლად) სასტიკად დაამარცხა მეფე. გოჭოურის ბრძოლის შემდეგ აშკარა გახდა ლევან II დადიანის პოლიტიკური უპირატესობა დასავლეთ საქართველოში.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩხატარაიშვილი ქ., ქსე, ტ. 3, გვ. 240, თბ., 1978