გოჩა კურდღელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა კურდღელია
ფოთის მუნიციპალიტეტის მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა13 ნოემბერი, 2017

დაბადებული24 ივლისი, 1965 (1965-07-24) (58 წლის)
ფოთი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მეუღლედიახ
შვილები2

გოჩა კურდღელია (დ. 24 ივლისი, 1965) — ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიაბადა 1965 წლის 24 ივლისს. 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 1992 წელს ქალაქ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური – ტექნიკოსი. 1994-1997 წლებში საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის სატვირთო განყოფილების უფროსი. 1997-2011 წლებში – შპს „დოკტრანსშიპმენტის” დირექტორი. 2005-2011 წლებში იყო შპს „პრომეტკო ჯორჯიას” და შ.პ.ს „ჯეეკოს” ხელმძღვანელი. 2006-2010 წლებში ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი. 2012 წლიდან „კავკასუს მეტალს ტერმინალის“ დირექტორი. 2017 წლის 13 ნოემბრიდან არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]