გონიერი ადამიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — მიეკუთვნება ჰომინიდების ჯგუფის პრიმატების სახეობას. ზედა პალეოლითის ბოლოს, დაახლოებით 40 ათასი წლის წინ მისი გავრცელების არეალი უკვე მოიცავდა პრაქტიკულად მთელ დედამიწას. თანამედროვე ანთროპოიდებისაგან, გარდა ანატომიური მახასიათებლებისა, გამოირჩევა მატერიალური და არამატერიალური კულტურის განვითარების დონით (მათ შორის იარაღის დამზადებითა და გამოყენებით), ჩამოყალიბებული მეტყველების უნარითა და განვითარებული აბსტრაქტული გონებით. ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა არის ფიზიკური ანთროპოლოგიის შეცნობის საგანი. ადამიანის ბუნება და არსი არის საგანი, როგორც ფილოსოფიური, ასევე რელიგიური დავების.

ზოგადი აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის ძირითადი ანთროპოლოგიური თვისებები, რომლებიც მას განასხვავებს პალეანთროპებსა და არქანთროპებისაგან არის დიდი მოცულობის თავისქალა, ვერტიკალურად აწეული შუბლი და კარგად განვითარებული ყბის კონსტრუქცია. აღმოჩენილი ადამიანების ადრინდელი ჩონჩხი იყო უფრო მასიური, ვიდრე თანამედროვე ადამიანებისა.ძველად ხალხმა შექმნა მდიდარი, გვიანპალეოლიტური კულტურა (ქვის სხვადასხვა იარაღი, საცხოვრებელი ადგილები, შეკერილი ტანსაცმელი, პოლიქრომული ფერწერა გვირაბების კედლებზე, ძვლის და რქების გრავირება). ყველაზე ძველი, ცნობილი ნეოანთროპების ძვლების ნარჩენებიდან თარიღდება რადიოკარბონული მეთოდით 39ათასი წლით, სინამდვილეში კი ნეოანთროპები სავარაუდოდ გაჩნდნენ 70-60 ათასი წლის წინ.

სისტემური პოზოცია და კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად დისკუსიის საკითხია,საჭიროა თუ არა ჩავრთოთ ადამიანთა სახეობაში Homo sapiens ნეანდერტალელი, გაიყოს სახეობა ორ ქვესახეობად: Homo sapiens neandertalis და Homo sapiens, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეადგენენ თუ არა პალეანთროპები და ადამიანები თანამედროვე ფიზიკური სახის ერთ სახეობას. ამ პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, შესაძლოა თუ არა ამ ორი შტოსგან შთამომავლობის მიღება და წარმოდგენილი არის თუ არა თანამედროვე ადამიანების პოპულაციაში ნეანდერტალელების გენი. ამასთანავე ნეანდერტალელებს ხშირად განიხილავდნენ, როგორც ადამიანთა უშუალო წინაპრებს. თუმცაღა, ნეანდერტალელების მიტოქონდრიული დნმ-ი, ადამიანთა მიტოქონდრიულ დნმ-თან შედარება გვაძლევს შანსს ვივარაუდოთ, რომ მათი ევოლუციური გზები დაახლოვებით 500 ათასი წლის წინ გაიყო. ამჟამად პალეანთღოპოლოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჰომო ნეანდერტალელები არიან “Homo” – ს ცალკე სახეობა. „Homo sapiens“ - ის უძველესი ძვალი, რომლიდანაც შეძლეს დნმ-ის ამოღება დაახლოვებით 45 ათასი წლით თარიღდება.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დნმ-ის თანმიმდევრობის შედარებები აჩვენებს, რომ ჰომო საპიენსის ყველაზე ახლო ნათესავები და ახლანდელ დროში მცხოვრები სახეობები არიან შიმპანზეს ორი სახეობა(ჩვეულებრივი და ბონობო). ფილოგენეტიკური ხაზი, რომელსაც უკავშირდება თანამედროვე ადამიანის წარმოშობა, გაეყარა სხვა ჰომინიდებს 6-7 მლნ წლის წინ. ამ ხაზის სხვა წარმომადგენლები(ავსტრალოპითეკები და ჰომოს რიგი სახეობები) ამ დრომდე არ შენახულან. ყველაზე ახლო, ჰომო საპიენსის დადასტურებული წინაპარი იყო ჰომო ერექტუსი. თეორიების უმრავლესობა აფრიკას უკავშირებს ჰომო საპიენსის გაჩენას. თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბება უკავშირდება ასევე რიგი მნიშვნელოვან ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მოდიფიკაციებს:

1. ტვინის სტრუქტურული ტრანსფორმაცია. 2. თავის ტვინის ღრუსა და ტვინის მოცულობის გაზრდა 3. ორი კიდურით გადაადგილების დახვეწა (ბიპედალიზმი) 4. ეშვების ზომის შემცირება 5. მენსტრუალური ციკლის გაჩენა 6. თმის რაოდენობის უმეტესწილად შემცირება

მიტოქონდრიული დნმ-ის პოლიმორფიზმების შეარება და წიაღისეულობების დათარიღება იძლევა საშუალებას, დავასკვნათ, რომ ჰომო საპიენსი გაჩნდა დაახლოვებით 200 ათასი წლის წინ(ეს არის დაახლოვებით ის დრო როდესაც ცხოვრობდა „მიტოქონდრიული ევა“ - ქალი, რომელიც იყო ბოლო საერთო წინაპარი ყველა თანამედროვე მცხოვრები ადამიანისა დედის მხრიდან; მამის მხრიდან ყველა თანამედროვე მცხოვრები ადამიანის წინაპარი, „Y-ქრომოსომული ადამი“, ცხოვრობდა ცოტა გვიან).

2009 წელს მეცნიერთა ჯგუფმა, სარა ტიშკოფის მეთაურობით პენსილვანიის უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნეს აფრიკელი მოსახლეების გენეტიკური სხვაობების კომპლექსური კვლევის შედეგები ჟურნალ „Science“-ში. მათ დაადგინეს, რომ ყველაზე ძველ ტოტს, რომელმაც ყველაზე ნაკლები შერევები განიცადა, როგორც ადრე ვარაუდობდნენ, მიეკუთვნება გენეტიკური კლასტერი, რომელის მოიცავს ბუშმენებსა და სხვა ერებს, რომლებიც კოისანურ ენებზე მეტყველებენ. სავარაუდოდ,ზუსტადაც რომ ისინი არიან ყველაზე ახლო წინაპრები თანამედროვე კაცობრიობის.

დაახლოვებით 74ათასი წლის წინ მცირე პოპულაციამ(2000ადამიანი), რომელმაც გადაიტანა ვულკანური ამოფრქვევის ძლიერი შედეგები(~20-30წელი ზამთარი),სავარაუდოდ ეს იყო ვულკანი „ტობა“ ინდონეზიაში, გახდა წინაპარი აფრიკის თანამედროვე მოსახლეობის. სავარაუდოდ 60-40 ათასი წლის წინ ადამიანები გადასახლდნენ აზიაში, იქიდან ევროპაში (40 ათასი წლის წინ), ავსტრალიასა და ამერიკაში (35 -15 ათასი წლის წინ) ამასთანავე, რთულია თვალი ადევნო სპეციფიური ადამიანური შესაძლებლობების ევოლუციას, როგორებიცაა განვითარებული ცნობიერება, ინტელექტუალური შესაძლებლობები და მეტყველება, რადგან ეს ცვლილებები შეუძლებელია პირდაპირ გამოიკვლიო ჰომინიდების ნაშთებით და მათი მოღვაწეობის ნაკვალევით.მოცემული შესაძლებლობების ევოლუციის შესასწავლად მეცნიერები იყენებენ სხვადასხვა მეცნიერებების მონაცემებს, მათ შორის ფიზიკური და კულტურული ანთროპოლოგიის, ზოოფსიქოლოგიის, ეთოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიის და გენეტიკის. საკითხები რომლების უკავშირდება უშუალოდ ნახსენები შესაძლებლობების განვითარებას (მეტყველება, რელიგია, ხელოვნება) და რაში გამოიხატებოდა მათი როლი ჰომო საპიენსის რთული სოციალური ორგანიზაციის და კულტურის გაჩენაში, დღემდე რჩება სამეცნიერო დისკუსიების საგნად. უმთავრესი ანთროპოგენეზის თეორიის გარდა არსებობს ბევრი არანაკლებ ცნობილი, დაუდასტურებელი და გამოუცდელი ჰიპითეზა ადამიანის გაჩენასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჰიპოთეზა ადამიანის სამხრეთამერიკულ წარმოშობაზე. ალტერნატიული ჰიპოთეზების უმრავლესობა არის პარამეცნიერების სიამაყე, აკადემიური მეცნიერება კი უარჰყოფს მათ.

გარეგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი თავი.ზედა კიდურებზე ხუთ-ხუთი გრძელი, მოქნილი თითი, ერთ-ერთი რომელთაგანიც ოდნავ შორს არის დანარჩენებისაგან. ქვედა კიდურებზე - ხუთ-ხუთი მოკლე თითი, რომლები ეხმარება ბალანსირებას გადაადგილების დროს. სიარულის გარდა ჰომო საპიენსს ასევე შეუძლია სირბილიც, მაგრამ სხვა პრიმატებისაგან განსხვავებით ბრაქიაციის უნარი ძალიან სუსტად არის განვითარებული.

ზომები და ტანის მასა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცის ტანის საშუალო მასსა შეადგენს 70-80 კილოგრამს, ქალის კი 50-65 კგ , თუმცაღა არსებობს უფრო დიდი ზომის ხალხიც. მამაკაცის საშუალო სიმაღლე არის 175 სანტიმეტრი, ხოლო ქალბატონების - დაახლოვებით 165 სმ. ადამიანთა საშუალო სიმაღლე დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ბოლო 150 წლის განმავლობაში იმჩნევა ადამიანთა ფიზიოლოგიური განვითარება - აქსელერაცია (პროდუქტიულობის პერიოდის საშუალო მონაცემების გაზრდა). ადამიანის ტანის ზომა შესაძლოა იცვლებოდეს სხვადასხვა დაავადებების დროს.ზრდის ჰორმონის მაღალი გამომუშავების მაჩვენებლის შემთხვევაში ვითარდება გიგანტიზმი. მაგალითად, ადამიანის მაქსიმალური დაფიქსირებული სიმაღლე - 272 სმ (რობრტ უოდლოუ). და პირიქით, ზრდის ჰორმონის დაბალმა მაჩვენებელმა პატარაობის ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს ჯუჯობა.

თმის რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის სხეული ზოგადად მცირედ არის დაფარული თმით, თავის ქალის გარდა, სქესობრივად დამწიფებული ინდივიდებში კი იღლიის ადგილის და მითუმეტეს მამაკაცების ფეხების და ხელების გარდა. ასევე თმის ზრდა კისერზე, სახეზე (წვერი და ულვაშები), მკერდზე და ხანდახან ზურგზე ახასიათებს მამაკაცებს. (თმის არარსებობა გვხვდება ასევე ზოგიერთი ცხოველის მაგალითზეც, მათ შორის არის სპილო.) როგორც სხვა ჰომინიდების შემთხვევაში თმის ფენას არ აქვს ქვედა, ბუმბულის ფენა, ანუ არ წარმოადგენს ბეწვს. სიბერის მოახლოვებისას ჰომო საპიენსის თმა ჭაღარავდება.

კანის პიგმენტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის კანს შეუძლია განიცადოს პიგმენტასია: მზის სხივების ზემოქმედების დროს ის მუქდება, ჩნდება რუჯი. ეს მახასიათებელი მეტად შესამჩნევია ევროპეოიდულ და მოჰღოლოიდურ რასებში. ამასთანავე, ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების დროს ხდება D ვიტამინის სინთეზი.

სქესობრივი დიმორფიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქესობრივი დიმორფიზმი გამომჟღავნებულია სარძევე ჯირკვლის რუდიმენტალური განვითარებით მამაკაცებს შორის ქალებთან შედარებით და უფრო განიერი მენჯის ძვლით ქალებს შორის, მეტად განიერი მხრებით და უფრო ძლიერი ფიზიკური ძალით მამაკაცებში. ამის გარდა, ზრდასრულ მამაკაცებს ახასიათებს უფრო ხშირი თმით დაფარვა სახის და ტანის სხვადასხვა ადგილებში.

ცხოვრების ხანგრძლივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო საპიენსის ცხოვრების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფაქტორების რიგზე და საშუალოდ 79წელიწადს შეადგენს. ოფიციალურად დაფიქსირებული მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა 122 წელიწადს და 164 დღეს უდრის. ამ ასაკში გარდაიცვალა ფრანგი ქალბატონი Jeanne Louise Calment 1997 წელს.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველებთან შედარებით გონებრივი ადამიანის რეპროდუქციული ფუნქცია მოიცავს რიგ თვისებებს. სქესობრივი დამწიფება 11-16 წლამდე ხდება. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებს მენსტრუალური ციკლი. თუმცაღა მდედრობითი სქესის რეპროდუქციული ფუნქცია შეზღუდულია დროით. გამრავლების შესაძლებლობას ქალბატონები 40-50 წლის ასაკში კარგავენ.

მეტყველება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო საპიენსი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც ახასიათებთ მეტყველების უნარი. ბევრ ფრინველს, მაგალითად თუთიყუშს აქვს ხმის განმეორების უნარი, მაგრამ მეტყველებისათვის საჭიროა მეორე სასიგნალო სისტემა, რომელიც როგორც ჩანს მხოლოდ ადამიანებს გააჩნიათ. ექსპერიმენტების სახით ცდილობდნენ მაიმუნებსა და დელფინებისათვის შეესწავლათ მარტივი ფრაზების აღქმა ან მათი გენერაცია ჟესტების მეშვეობით, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ.

ქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო საპიენსი არის რთულადორგანიზებული სოციალური არსება. მისი ქცევა დამოკიდებულია როგორც ბიოლოგიურ(ფიზიოლოგიური საჭიროებები,ინსტინქტები), ასევე არაბიოლოგიურ ფაქტორებზე(სოციალური კულტურა, სახელმწიფო კანონები, პირადი მორალური პრინციპები, რელიგიური შეხედულებები). ჰომო საპიენსს ახასიათებს მისი ქმედებების შედეგის წინასწარ განსაზღვრის უნარი. გარკვეული პირობების დროს ადამიანის გონებას შეუძლია გადაწონოს ინსტინქტები, თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი. ამის მაგალითია თვითმკვლელობა. სხვა მაგალითს მიეკუთნებიან ანტისექსუალები, ან ბერები, რომლებიც უცოლობის აღთქმას სდებენ. მათ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეიკავონ გამრავლების ინსტინქტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]